"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა პორტუგალიელს თხოვნით მიმართავს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ ჟოზე მოურინიოს სთხოვა კიდევ ერთი წელი მოეთმინა, სანამ "ოლდ ტრაფორდზე" სამუშაოდ გადავა.
მაგრამ პორტუგალიელი სპეციალისტი სამწვრთნელო საქმიანობას ამ ზაფხულს, "ჩელსიდან" გაძევებიდან 6 თვის შემდეგ დაუბრუნდება.
"იუნაიტედის" აღმასრულებელ დირექტორს, ედ ვუდვორდს იმედი აქვს, რომ მოურინიო "წითელი ეშმაკების" ჩაბარებამდე 12 თვეს ჩინეთის სუპერ ლიგაში გაატარებს და იქ იმუშავებს, შემდეგ კი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება.
ვუდვორდმა მოურინიოს აგენტს, ჟორჟე მენდეშს უკვე აცნობა თავისი მიდგომის შესახებ.
გეგმა მდგომარეობის იმაში, რომ ვუდვორდი არ აპირებს ვან გაალთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტას, რადგანაც ეს თავისთავად იქნებოდა აღიარება იმისა, რომ ვან გაალის პირველ ადგილზე დაყენება და არჩევანის მასზე შეჩერება შეცდომა იყო.
"პორტუს", "ინტერის", "ჩელსისა" და "რეალის" ყოფილი მწვრთნელი პრემიერ ლიგის პირველ სამეულში "იუნაიტედის" დაბრუნებას თავისი კარიერის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად მიიჩნევს.
თუმცა მოურინიო არ აპირებს უახლოეს კვირებზე მეტის მოცდას და ვუდვორდს გადაწყვეტილების დროულად მიღებისკენ მოუწოდებს.
წყარო:
espn