"იუნაიტედის" მოთამაშეებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს და დარჩნენ იმედგაცრუებულები იმის გამო, რომ პირველი წრის შეხვედრის მსგავსად, ამ მატჩის მოგება ვერ მოახერხეს. მათი ბურთის ფლობის მაჩვენებელი 70%-ს უდრიდა, მათ ჰქონდათ ასევე გოლის გატანის უამრავი, 21 მცდელობა, როდესაც "ლესტერის" ეს მაჩვენებელი 14-ის ტოლი იყო.
"ოლდ ტრაფორდზე" იმყოფებოდა ერიკ კანტონა, მისი სტადიონზე ყოფნა მართლაც საპატივცემულო იყო, ამიტომაც გულშემატკივრებმა ერიკს რამდენიმე სიმღერა მიუძღვნეს. ასევე ძალიან ლამაზი იყო ფრანგი ლეგენდის ხილვა ბასტიან შვაინშტაიგერთან, ანდერ ერერასა და პიტერ შმეიხელთან ერთად გადაღებულ საერთო ფოტოში.
ლუკ შოუ ამ კვირას "კარინგტონზე" გამართულ ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებას ესწრებოდა, სადაც ინგლისელმა ამ სეზონში მოედანზე შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ისაუბრა. თუ შოუ ინგლისის თასის ფინალურ მატჩში მონაწილეობას მიიღებს, ეს მისთვის ძალიან დიდი მიღწევა იქნება.
კვირის ციტატა:
"თუ თქვენ ფელაინისა და ჰუტის მომენტს ნახავთ თავიდან, მიხვდებით, რომ აქ სუფთა პენალტი იყო. რატომ უნდა მოექაჩა მას თმებზე? როგორი რეაქცია გექნებოდათ თქვენ, როცა ვინმეს თქვენი თმებისთვის ხელი მოექაჩა? თქვენ მოკლე თმა გაქვთ, მაგრამ თუ მათ მოვქაჩავდი რას მივიღებდი თქვენგან? ფელაინიმ აბსოლუტურად ნორმალური რეაქცია გამოავლინა. ასე მხოლოდ მაზოხისტურ ურთიერთობაში ხდება,"-ლუი ვან გაალი
center
საინტერესო ფაქტები:
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, ანტონი მარსიალის გოლი იყო "ლესტერისთვის" პირველი გაშვებული გოლი საწყის ათ წუთში.
ხუან მატამ "ეშაკების" მაისურით ჩაატარა მე-100 შეხვედრა.
"ლესტერი" ერთ-ერთია იმ სამ გუნდს შორის, რომლის კარშიც პრემიერ ლიგის ეგიდით უეინ რუნის არ გაუტანია.
კვირის ვიდეო:
ვან გაალმა ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ დე ხეა ჩემპიონი არასდროს ყოფილა.
კვირის ყველაზე იღბლიანი:
შეიძლება ყოველ კვირას ეს მარსიალი იყოს? "ლესტერის" კარში გატანილი გოლი, "იუნაიტედის" მაისურით მარსიალისთვის მე-15 გახლდათ. იგი გუნდში ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია, რომლის თამაშის ხილვაც დიდი სიამოვნებაა. უკანასკნელ 10 მატჩში მან გაიტანა 5 გოლი აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრალური ფორვარდის პოზიციიდან, იგი მარცხენა ფლანგზე გადავიდა.
მარსიალის ჩანტები, რომელშიც აშკარად ჩანს ბრიტანული პრესის დაცინვა, რომელმაც ფრანგში ეჭვი შეიტანა, მარსიალი კი საკუთარი შესაძლებლობით ყველას აკვირვებს და ინგლისში ფეხს საკმაოდ წარმატებულად იკიდეს. ეს ჩანტი გაისმა წინა კვირასაც, გულშემატკივრებს ნამდვილად სურთ ამ ბიჭის ტალანტისა და შესაძლებლობების აღიარება.
კვირის ყველაზე უიღბლო:
რეფერმა მაიკლ ოლივერმა ბევრი ძალიან ცუდი მომენტი და შეგვიძლია ვთქვათ, მთლიანი მატჩი გააფუჭა.
მან მემფისისა და დენი დრინკუოტერის მომენტში დანიშნა საჯარიმო დარტყმა, ვიდეოგამეორება კი ნათლად ასახავდა ყველაფერს. დრინკუოტერმა თამაშის წესი საკუთარ საჯარიმოში დაარღვია. თუ "იუნაიტედი" ამ პენალტს გაიტანდა, დიდი ალბათობით ათკაციან "ლესტერთან" მატჩის დასრულებამდე ანგარიშს შეინარჩუნებდა, "სიტისთან" ჩამორჩენა კი მხოლოდ 2 ქულა იქნებოდა, გასათვალისწინებელია ის, რომ "იუნაიტედს" ერთი მატჩი რეზერვში აქვს.
ასევე რეფერიმ გამოტოვა რობერტ ჰუტისა და მარუან ფელაინის დაპირისპირების მომენტი, რომელშიც "ლესტერის" მცველი ბელგიელს თმებში წვდა, თავად ფელაინიმ კი მოწინააღმდეგეს იდაყვი უთავაზა. ოლივერს პირველ ტაიმში უნდა გაეძევებინა დენი სიმპსონი, რომელმაც ჯესი ლინგარდის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია. ასევე, "ლესტერს" შეეძლო მარეზისა და როხოს ეპიზოდში პენალტის გამომუშავებაც.
ასევე აღსანიშნავია ლუი ვან გაალი, რომელმაც განაცხადა, რომ საკუთარი ფეხბურთელები ჩემპიონები არასდროს ყოფილან. საბოლოოდ, "იუნაიტედის" 13 ფეხბურთელი იყო ჩემპიონი და მათ ერთად 32 ოქროს მედალი აქვთ.
სტატიები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.