როგორც იუწყება The Daily Star, რიო ფერდინანდი მზადაა უარი თქვას 10 მილიონიან შემოთავაზებაზე და დარჩეს ”მანჩესტერ იუნაიტედში”.34 წლის ვეტერანს კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება.შესაძლოა მან ისურვოს ხელფასის გაზრდა და მიიღოს შეთავაზებები ჩინეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან ან ამერიკიდან და შესაბამისად, დათანხმდეს მას.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ცნობილი გახდა, რომ რიო უპასუხებს ყველა შემოთავაზებას უარყოფითად და უკვე შემდეგ თვეებში დაიწყებს მოლაპარაკებებს ”წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ფერდინანდს ურჩევნია იბრძოლოს სერიოზული ტიტულებისთვის და მზადაა უარი თქვას ყოველკვირეულ 300 000 ფუნტ შემოსავალზე. იგი დაკმაყოფილდება მხოლოდ 110 000 ფუნტითაც კვირაში.
ბრიტანული გამოცემა იუწყება, რომ რიომ თავის აგენტს უთხრა ყურადღებას ფულს კი არა ტიტულებს ვაქცევო და ინგლისელი მცველი მზადაა ხელფასი 60 000 ფუნტით შეიმციროს. ასე, რომ თითქმის გადაწყვეტილია - რიო ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს.