"მანჩესტერ იუნაიტედმა" და კომპანია Adidas-მა ოფიციალური განცხადება გააკეთეს იმის თაობაზე, რომ 2016/17 წლების სეზონის გასვლითი ფორმის წარდგენა მომდევნო ოთხშაბათს, 11 მაისს შედგება. გულშემატკივრებს კი ეძლევათ საშუალება ეკიპირების შეკვეთა კომპანიას მისცენ.
ადრე, "იუნაიტედსა" და Adidas-ს შორის იყო 12 წლიანი შეთანხმება, 1980-1992 წლებში. ამ დროის განმავლობაში გერმანულმა კომპანიამ გუნდისთვის ლურჯი მაისურების 6 გასვლითი კომპლექტი შეიმუშავა, სწორედ გასვლითი, ლურჯი მაისურით გახდა "იუნაიტედი" 1968 წელს ევროპის ჩემპიონი.
დღეს, Adidas-მა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე "იუნაიტედის" ახალი საგარეო ფორმის ამსახველი GIF-ი გამოაქვეყნა:
ინტერნეტსივრცეში კი უკვე გავრცელა ახალი ფორმის ამსახველი აროფიციალური ფოტო: