მართალია, მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშა, მაგრამ გერმანელებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ 2008 წელს დამყარებული რეკორდი გაიმეორეს.
პეპ გვარდიოლას გუნდმა სამშაბათს მადრიდის "ატლეტიკო" დაამარცხა, თუმცა გასვლაზე გატანილი გოლის წესით მადრიდელები ფინალში გავიდნენ.
აღნიშნული შედეგი ზედიზედ მე-12 საშინაო გამარჯვება იყო "ბაიერნისთვის", რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მოიპოვა- ასეთი შედეგი კი მანამდე მხოლოდ "იუნაიტედს" ჰქონდა, რომელმაც 2006 წლიდან 2008 წლამდე ზედიზედ 12 მატჩი მოიგო "ოლდ ტრაფორდზე".