ენტონი მარსიალს გულშემატკივებისთვის ამაგის გადახდა სურს.
ენტონი მარსიალს სურს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგებს ამაგი გადაუხადოს იმის გამო, რომ მისი გოლი წლის საუკეთესოდ აღიარეს.
ათასობით გულშემატკივარმა ფრანგის მიერ "ლივერპულის" კარში გატანილი გოლი 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო გოლად დაასახელა.
"აბსოლუტურად დიდებული შეგრძებაა ამ ჯილდოს მოგება. იმედი მაქვს, მომავალში უფრო მეტ გოლს გავიტან "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით", - განაცხადა ფრანგმა ჯილდოს მიღების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში.
თუ "ლივერპულმა" ფრანგისგან საუკეთესო გოლი გაუშვა, თანაქალაქელმა "ევერტონმა" ყველაზე დრამატული გოლი მიიღო- ინგლისის თასის ნახევარფინალში "კანფეტები" სწორედ ენტონი მარსიალის მიერ დამატებით დროში გატანილი გოლით დამარცხდნენ. მარსიალი მოუთმენლად ელის "უემბლიზე" დაბრუნებას და 21 მაისს ტიტულის მოგებას.
"მოუთმენლად ველი იქ დაბრუნებას და თასის მოგებას. ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ტიტულს მოვიგებთ და ამით გულშემატკივარს გავაბედნიერებთ".ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომ "ლივერპულის" კარში გატანილი გოლი წლის საუკეთესო გოლად სახელდება. შარშან ასეთი ნომინაცია ხუან მატას ერგო, რომელმაც "ენფილდზე" ბრწყინვალე მოძრაობით გაიტანა თავისი მეორე გოლი. გარდა ამისა, მარსიალმა "ლივერპულს" თავისი 15 გოლიდან პირველი გაუტანა.
"ჩემთვის ცნობილია ორ კლუბს შორის არსებული დიდი დაპირისპირება, ასე რომ, იდეალური იყო შეცვლაზე შემოსვლა და ასეთ პირობებში გატანა".მარსიალის მიერ ნაჩვენებმა თამაშმა გულშემატკივარს სხვა არაფერი დაუტოვა, თუ არა სიცილის გამოწვევა მედიის იმ სათაურებზე, რომლებიც იუწოდებოდა, რომ ენტონი "ფულის ფლანგვაა". თუმცა 20 წლის ფორვარდს არასდროს მიაჩნდა, რომ მასში გადახდილი თანხა მასზე ზეწოლას ახდენდა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ თინეიჯერ ფეხბურთელად დასახელდა, როცა "იუნაიტედმა" ის "მონაკოსგან" შეიძინა.
"დამატებით ზეწოლას არასდროს ვგრძნობდი. ერთადერთი ზეწოლა, რომელსაც განვიცდი, ეს არის ჩემს თავზე დაყრდნობა და შრომა მთელი სეზონის განმავლობაში, რათა გუნდს დავეხმარო. აი ეს მამოძრავებს. ვფიქრობ, ღირებულებას არასდროს მოუხდენია ჩემზე გავლენა".წყარო:
manutd.com