"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი მარუან ფელაინი "ლესტერ სიტისთან" მატჩში რობერტ ჰუტის წინააღმდეგ გამოვლენილი უხეშობის გამო შესაძლოა, 3-მატჩიანი დისკვალიციკაციით დაისაჯოს.
მთავარმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა ეს ინციდენტი, რომელიც პირველ ტაიმში მოხდა, ვერ შეამჩნია.
ამგვარად, ეს საფეხბურთო ასოციაციას უფლებას აძლევს 28 წლის ბელგიელი ვიდეოგამეორების შესწავლის შემდეგ დასაჯოს. რამდენიმე დღის წინ უხეშობისთვის ასოციაციამ "ტოტენჰემის" ნახევარმცველი დელე ალი დასაჯა.
თუ ფელაინი ნამდვილად მიიღებს სასჯელს, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს და მოედანზე გასვლა მხოლოდ 21 მაისს ინგლისის თასის ფინალში შეეძლება.