"ლესტერთან" მატჩზე "იუნაიტედის" სრული შემადგენლობა ცნობილია.
ლუი ვან გაალმა "ლესტერ სიტისთვის" იგივე 18-კაციანი განაცხადი შეარჩია, რაც ინგლისის თასის ნახევარფინალში "ევერტონის" წინააღმდეგ.
ფოტოგრაფმა 17 ფეხბურთელისთვის მოასწრო ფოტოს გადაღება, როცა ისინი მანჩესტერში სასტურმო "ლოურიში" იკრიბებოდნენ, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ფოტოკამერის ობიექტივში ვერ მოხვდა, დეილი ბლინდია.
თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ბლინდი, რომელსაც 25 ოქტომბრის შემდეგ მატჩი არ გამოუტოვებია, გუნდის ავტობუსის დაცლის პროცესში არ გამოჩენილა.
განაცხადში ვერ მოხვდა ეშლი იანგი, რომელსაც გასულ თვეში "ტოტენჰემთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ არ უთამაშია.
"უაით ჰართ ლეინზე" თამაშიდან 6 დღის შემდეგ იანგი "იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდში თამაშობდა და შესანიშნავადაც, მაგრამ ვან გაალმა ის მაინც არ აირჩია.
ფოსუ-მენსა "ლოურიში" მივიდაგუნდთან ერთად იმყოფება მემფის დეპაიც, რომლის საქციელმაც თავის მომავალთან დაკავშირებით ეჭვები გააჩინა. "იუნაიტედის" შვიდიანმა ინსტაგრამიდან თავის მეგობარ გოგონასთან ერთად გადაღებული ყველა ფოტოსურათი წაშალა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" სრული განაცხადი: დე ხეა, რომერო, დარმიანი, ვალენსია, ფოსუ-მენსა, სმოლინგი, როხო, ერერა, შნეიდერლინი, ფელაინი, კერიკი, ლინგარდი, მემფისი, მატა, რუნი, რეშფორდი, მარსიალი.
წყარო:
M.E.N.