მიუხედავად პრესაში გავრცელებული უამრავი ჭორისა, "მანჩესტერ იუნაიტედს" პორტუგალიელ სპეციალისტ, ჟოზე მოურინიოსთან არანაირი შეთანხმება არ აქვს.
გასულ კვირას, რამდენიმე ცნობილ ბრიტანულ გამოცემაში დაიწერა, რომ "ეშმაკებმა" "გამორჩეულთან" შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და სეზონის ბოლოს, პორტუგალიელი ვან გაალის ადგილს დაიაკვებდა.
თუმცა, Sky Sports, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ კლუბის აღმასრულებელ დირექტორ, ედ ვუდვორდს ვან გაალის მომავალი ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია.
მოურინიო "ოლდ ტრაფორდზე" მუშაობით მართლაც დაინტერესებულია, მაგრამ მან უნდა დაელოდოს ვან გაალის კამპანიას, ინგლისის თასის მოგებასა და პრემიერ ლიგის ოთხეულში შესვლას.