"თუ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი ხარ, არ გენდომება კვირას "ლესტერის" გაჩემპიონება, ეს უკანასკნელია, რაც გჭირდება. ხოლო თუ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ხარ და ეს მოხდება, არნახული პრობლემები გექმნება.
ლუი ვან გაალი ზეწოლას განიცდის, ეს ასეა. ვიცი, რომ ინგლისის თასის ფინალში არიან, მაგრამ თუ ეს გუნდი სახლში დამარცხდება და "ლესტერი" 75 ათასი გულშემატკივრის წინაშე ჩემპიონობას იზეიმებს, ბედნიერები ნამდვილად ვერ იქნებიან. არავითარი უპატივცემულობა, მაგრამ თუ პატარა "ლესტერი" დიდ "მანჩესტერ იუნაიტედს" ეწვევა და ჩემპიონატს მოუგებს - ვშიშობ, ეს სამარცხვინოა.
ჩემპიონობის ამბავი ხომ არარეალურია, მაგრამ ტორტზე პუდრის მოყრა და ამის გაკეთება მსოფლიოს ერთ-ერთი კლუბის მოედანზე? გულახდილად ვიტყვი, "ლესტერის" გამო უკვე ზღვაში გადავაგდე წიგნი, რომელსაც ვკითხულობდი.
მაგრამ, არა მგონია, ეს მოხდეს, "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ თამაშს მოიგებს. ინგლისის თასზე მათით ძალიან მოვიხიბლე და როცა უეინ რუნი სიღრმეში თამაშობს, უფრო კარგი გუნდი ჰყავთ", - განაცხადა პოლ მერსონმა.