16 წლის ფეხბურთელი, რომელიც კურაკაოში დაიბადა, პრემიერ ლიგის კლუბების, "არსენალის", "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" სახელს უკავშირდებოდა.
მაგრამ ფორვარდი აღნიშნავს, რომ "ფეიენოორდის" უყურადღებობამ მას კლუბის დატოვება გაადაწყვეტინა.
"ფეიენოორდში" დარჩენა ჩემი ინიციატივა იყო, მაგრამ აქ ჩემზე გეგმებს არ აწყობდნენ. როცა ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა, მხოლოდ მერე შეადგინეს გეგმა. მაგრამ უკვე გვიანი იყო.
"მანჩესტერ იუნაიტედში" თავს უკეთ ვგრძნობდი. ამას მაშინვე ხვდები, როგორც კი კლუბში მიხვალ", - განაცხადა ჩონგმა.