"მანჩესტერ იუნაიტედს" "ლესტერთან" მატჩის წინ ახალი ტრავმირებული ფეხბურთელი არ ჰყავს.
"წითლები" უქმეებზე ინგლისის თასის ნახევარფინალურ მატჩს მხოლოდ ბასტიან შვაინშტაიგერისა და ლუკ შოუს ტრავმით შეხვდნენ, ერთი კვირის შემდეგ კი გუნდში იგივე მდგომარეობაა. "არავითარი ტრავმა არ გვაქვს გარდა შოუს, რომელიც უკვე აღარ არის ტრავმირებული, მაგრამ ჯერ ვერ თამაშობს, და შვაინშტაიგერისა", - განაცხადა ვან გაალმა.
როცა ჰკითხეს, შეძლებს თუ არა ლუკი "კრისტალ პალასთან" ინგლისის თასის ფინალში 21 მაისს თამაშს, ჰოლანდიელმა უპასუხა: "შეიძლება, შეძლოს, მაგრამ რთული იქნება, რადგანაც ჯერ მეორე გუნდში ბევრი მატჩი უნდა ჩაატაროს.
უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, იმიტომ, რომ წინასწარ ვერაფერს იტყვი. მასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა".