მარკუს რეშფორდს ზაფხულში შეუძლია ფეხბურთისგან დაისვენოს, რადგანაც გარეთ საუთგეითმა ცხადყო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში ვერ მოხვდება.
18 წლის ფეხბურთელს "იუნაიტედის" პირველ გუნდში დებიუტისა და 14 მატჩში 7 გოლის გატანის შემდეგ საფრანგეტში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას უწინასწარმეტყველებდნენ.
როი ჰოჯსონმა მისი გამოძახება არ უარყო, მაგრამ განაცხადა, რომ 23-კაციან განაცხადში რეშფორდის შეყვანა ნაკლებად სავარაუდოა.
ახლა კი საუთგეითმა დაადასტურა, რომ მარკუსი ვერც 21-წლამდელთა ნაკრებში ითამაშებს ტულონის ტურნირზე, რომელიც სტარტს 18 მაისს აიღებს. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ "იუნაიტედს" 21 მაისს "უემბლიზე" ინგლისის თასის ფინალი აქვს სათამაშო.
რეშფორდს შეუძლია 19-წლამდელთა ნაკრების რიგებში თამაშით გერმანიაში ჩასატარებ ევროპის ჩემპიონატზე მიიღოს მონაწილეობა, თუმცა მისი ასაკობრივი სანაკრებო კარიერა მხოლოდ მარტში ჩატარებული მატჩებით შემოიფარგლება.