ანდერ ერერას სურს, "ლესტერ სიტის" ზეიმი რამდენიმე დღით გადაავადოს და მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწიოს.
"ლესტერს", რომელიც შვიდი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში პრემიერ ლიგის ტიტულის დაუფლება შეუძლია, მაგრამ ერერა და მისი თანაგუნდელები ამის წინააღმდეგნი არიან.
"იუნაიტედის" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა სეზონის დასრულებამდე 4 მატჩით ადრე სავსებით რეალურია, რამეთუ "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალს" 5 ქულითა და ერთი მატჩით ჩამორჩება.
"პირველ ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ ჩვენ მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედზე" ვფიქრობთ, ჯერ კიდევ რბოლაში ვართ, ოთხეულში უნდა შევიდეთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამის შემდეგ კი ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ ვეთამაშებით "ლესტერს", ძალიან კარგ გუნდს, რომელიც ფანტასტიკურად თმაშობს. მაგრამ არ გვინდა, "ოლდ ტრაფორდზე" გახდნენ ჩემპიონები- ისინი ჩემპიონატის მოგებას იმსახურებენ, მაგრამ, იმედი მაქვს, ამას სახლში გააკეთებენ.
ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვითამაშოთ.
"ლესტერს" ჩემპიონატის მოგება "ოლდ ტრაფორდზე" შეუძლია, მაგრამ ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენი საქმე "მანჩესტერ იუნაიტედია", ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ ოთხეულში მოსახვედრად და ჩვენც სწორედ ამას ვაპირებთ.
ამის შემდეგ, თუ "ლესტერს" ჩემპიონატის მოგება სახლში სურს, ძალიან კარგად უნდა ითამაშონ, რადგან ჩვენ კარგ ფორმაში ვართ", - განაცხადა ესპანელმა.