თბილისი:
მანჩესტერი:
29-04-2016, 17:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2283,
კომენტარები: 18
ერერა: "არ გვინდა, "ლესტერი" "ოლდ ტრაფორდზე" გაჩემპიონდეს"
ანდერ ერერა მატჩის წინ.
ერერა:
ანდერ ერერას სურს, "ლესტერ სიტის" ზეიმი რამდენიმე დღით გადაავადოს და მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწიოს.

"ლესტერს", რომელიც შვიდი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში პრემიერ ლიგის ტიტულის დაუფლება შეუძლია, მაგრამ ერერა და მისი თანაგუნდელები ამის წინააღმდეგნი არიან.

"იუნაიტედის" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა სეზონის დასრულებამდე 4 მატჩით ადრე სავსებით რეალურია, რამეთუ "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალს" 5 ქულითა და ერთი მატჩით ჩამორჩება.

"პირველ ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ ჩვენ მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედზე" ვფიქრობთ, ჯერ კიდევ რბოლაში ვართ, ოთხეულში უნდა შევიდეთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ამის შემდეგ კი ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ ვეთამაშებით "ლესტერს", ძალიან კარგ გუნდს, რომელიც ფანტასტიკურად თმაშობს. მაგრამ არ გვინდა, "ოლდ ტრაფორდზე" გახდნენ ჩემპიონები- ისინი ჩემპიონატის მოგებას იმსახურებენ, მაგრამ, იმედი მაქვს, ამას სახლში გააკეთებენ.

ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვითამაშოთ.

"ლესტერს" ჩემპიონატის მოგება "ოლდ ტრაფორდზე" შეუძლია, მაგრამ ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენი საქმე "მანჩესტერ იუნაიტედია", ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ ოთხეულში მოსახვედრად და ჩვენც სწორედ ამას ვაპირებთ.

ამის შემდეგ, თუ "ლესტერს" ჩემპიონატის მოგება სახლში სურს, ძალიან კარგად უნდა ითამაშონ, რადგან ჩვენ კარგ ფორმაში ვართ",
- განაცხადა ესპანელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: safaridze
29 აპრილი 2016 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
lesteri chempioni aucileblad gaxdeba magram exla chveni droa 4adgili gvinda saswrafod :D
0
№2
ავტორი: Lady in red
29 აპრილი 2016 17:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ლესტერს თქვენ არ უნდა მისცეთ უფლება ოლდ ტრაფორდზე გაჩემპიონების, ეხლა კი ხართ მოტივირებულები,მაგრამ მეშინია ლუიმ რამე საოცრება არ მოიფიქროს
0
№3
ავტორი: Iunaitedi
29 აპრილი 2016 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
მათ შესწევთ ძალა ჩვენი დამარცხების მარა საკითხავი ისაა ჩვენ თუ შეგვწევს ძალა რო დავამარცხოთ.
0
№4
ავტორი: gela-manchesteri
29 აპრილი 2016 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ციტატა: safaridze
lesteri chempioni aucileblad gaxdeba magram exla chveni droa 4adgili gvinda saswrafod :D

მოვიგოთ ეს მაჩი და ლესტერი რო ჩემპიონია ეგ ვიცით უკვე მარა ეს თუ წავაგეთ 4ული აღარ იარსებებს ჩვენთვის
0
№5
ავტორი: The AnsweR
29 აპრილი 2016 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 55
აბა რა დარხეულ იაქ ლესტერს
0
№6
ავტორი: The Special One
29 აპრილი 2016 19:24
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
შენ ვიცი რომ ბოლომდე ეცდები მარა ….

შენ ვიცი რომ ბოლომდე ეცდები მარა ….
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№7
ავტორი: hemi
29 აპრილი 2016 20:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ჰოდა თუ გინდათ ითამაშეთ მაგრად და მოიგეთ თორე 4 ეულს უნდა დავემშვიდობოთ
0
№8
ავტორი: PLANeta
29 აპრილი 2016 20:28
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ყოველ ინტერვიუში ჩვენს რომ ამბობს biggrin2 ანდერ love
0
№9
ავტორი: Lalana
29 აპრილი 2016 20:29
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ყველაზე კარგი შანსი გვაქვს ახლა,რომ ოთხეულში შევიდეთ.ამ თამაშის მოგება აუცილებლად გვჭირდება,სხვა შემთხვევაში მომავალ წელს ვეღარ ვიქნებით იქ სადაც ჩვენი ადგილია.
0
№10
ავტორი: Ueidi
29 აპრილი 2016 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
Shennairi mebrdzoli bevri unda gvyavdes lomi xar ander
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top