"ვესტ ჰემის" მთავარ მწვრთნელს, სლავენ ბილიჩს იმედი აქვს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასს მოიგებს, რადგანაც ეს მის გუნდს ევროტურნირზე მოხვედრის საშუალებას მისცემს.
"ჩაქუჩები" პრემიერ ლიგაში მეექვსე ადგილს იკავებენ - ევროპის ლიგაზე გამსვლელი უკანასკნელი ადგილი - და ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი მატჩით ადრე "ლივერპულს" ერთი ქულით უსწრებენ.
თუმცა, მაისში "კრისტალ პალასის" დამარცხების შედეგად, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონატის კიდევ ერთუ გუნდს მისცემს ევროტურნირზე მოხვედრის საშუალებას, რაც იმას ნიშნავს, რომ "ვესტ ჰემის" შანსები გაიზრდება.
ბილიჩს იმედი აქვს, რომ "იუნაიტედი" 2004 წლის შემდეგ პირველად მოახერხებს აღნიშნული ტურნირის მოგებას.
"თავს ძალიან კარგად და მოტივირებულად ვგრძნობთ. და, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ინგლისის თასი "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგოს.
ყველაფერი ჩვენს ხელთაა, ასე რომ, ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ საქმე, სეზონის დასრულების შემდეგ მთელი კვირა ლოდინისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრობის ნაცვლად", - განაცხადა ხორვატმა სპეციალისტმა.