სახალისო გამოკითხვა ოფიციალური ვებგვერდის მიერ.
წვერის გაზრდა 2016 წელს უფრო მზარდი პოპულარულობით სარგებლობს და ხუან მატა მათ შორისაა, ვინც ამ ტენდენციას მიჰყვება. მისი 28-ე დაბადების დღის აღსანიშნავად "იუნაიტედის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოკითხვა მოაწყო: ვის აქვს "წითლების" ისტორიაში საუკეთესო წვერი?
ეს ცოტა სასაცილო შეკითხვად შეიძლება მოგეჩვენოთ - და დიახ, ეს ცხადია - მაგრამ მატას, დავიდ დე ხეას, დეილი ბლინდისა და მაიკლ კერიკის ფოტოებმა "ოლდ ტრაფორდზე" მოთამაშე სხვა ფეხბურთელებიც გაგვახსენა და გადავწყვიტეთ, მცირე გამოკითხვა მოგვეწყო - იტყობინება manutd.com.
ბლინდი დებატებს შეუერთდა და Instagram-ზე მანაც დაუსვა შეკითხვა 10.4 მლნ. მიმდევარს: "თქვენი აზრით, ვის აქვს საუკეთესო წვერი "იუნაიტედში? ჩემი აზრით, ხუან მატას და კარასს".
ჩვენს გალერეაში ზემოთ აღნიშნული ფეხბურთელების გარდა რაიან გიგზი, გარი ბირტლსი და, რა თქმა უნდა, არნახულად მაგარი ჯორჯ ბესტიც მოხვდნენ.
გალერეაში ასევე შესულია როი კინისა და ერიკ კანტონას ფოტოებიც, რომელთაც წვერი კარიერის დასრულების შემდეგ მოუშვეს.
წყარო:
manutd.com