ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ ტიმოთი ფოსუ-მენსა "ევერტონთან" ინგლისის თასის მატჩში არასამიედოდ გამოიყურებოდა.
"იუნაიტედმა" ტურნირის ფინალის საგზური ენტონი მარსიალის გოლის წყალობით მოიპოვა, მანამდე კი დავიდ დე ხეამ მოიგერია 11-მეტრიანი, რომელიც საჯარიმოში როს ბარკლის წაქცევისთვის ფოსუ-მენსამ "გამოიმუშავა".
ჰოლანდიელი მცველი, რომლის დებიუტი "იუნაიტედში" თებერვალში შედგა, ვან გაალმა პენალტის დანიშვნის შემდეგ მალე შეცვალა. "ვფიქრობ, თავის მოძრაობაში არასაიმედო იყო და, რა თქმა უნდა, მსაჯს პენალტის დადების საფუძველიც ჰქონდა, ეს არ არის ჩემგან არგუმენტი, რადგან მსაჯს საბაბი მისცა.
ფოსუ-მენსა ზეწოლასთან გამკლავებაში არასაიმედო იყო, ისევე, როგორც ბარკლისა და ქლევერლის წინააღმდეგ პოზიციურ თამაშში", - განაცხადა ვან გაალმა.