ცოტა მაღალფარდოვანი სიტყვა არსებობს "იუნაიტედის" ნომერ პირველი მეკარის აღსაწერად, რომლის გმირობებმა "წითლებს" ინგლისის თასის ფინალის საგზური მოუტანა. "აპტონ პარკზე" მაიკლ ანტონიოსთვის აღებული ურთულესი დარტყმა ნამდვილად მსოფლიო კლასის დემონსტირაცია გამოდგა, რომ არაფერი ვთქვათ "უემბლიზე" მოგერიებულ პენალტზე.
ენტონი მარსიალი (5 (1) მატჩი, 2 გოლი)
გულშემატკივართა საყვარელმა ფეხბურთელმა "ევერტონის" წინააღმდეგ მიმდინარე თვეში ჩატარებულ ორივე მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა. ნახევარფინალის დამატებით წუთებზე გატანილმა გოლმა მისი ტემპერამენტი აჩვენა, მარჯვენა მცველებისთვის კი ნამდვილი კოშმარია თავისი სისწრაფისა და ფინტების გამო. ამას ემატება ისიც, რომ მარსიალმა ორი საგოლე გადაცემა გაუკეთა მარუან ფელაინის "ვესტ ჰემთან" და "ევერტონთან" მატჩებში და ნამდვილად არ არის საჭირო დამატებითი სიტყვების გამოყენება იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ მოხვდა მარსიალი ნომინანტთა შორის.
მარკუს რეშფორდი (6 მატჩი, 2 გოლი)
თინეიჯერმა აპრილში თავისი ადგილი სასტარტო შემადგენლობაში კიდევ უფრო განიმტკიცა, რამეთუ ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია მისი დატოვება შემადგენლობის მიღმა. ინგლისის თასზე "ვესტ ჰემთან" გატანილმა გოლმა "წითლებს" ნახევარფინალის საგზური მოუტანა, მოგვიანებით კი მან "ოლდ ტრაფორდზე" "ასტონ ვილას" გაუტანა გამარჯვების გოლი.