"ლესტერის" ბომბარდირის, ჯეიმი ვარდის, დისკვალიფიკაცია კიდევ ერთი მატჩით გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი "მელიებს" მომდევნო მატჩშიც ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა ფორვარდმა "ვესტ ჰემთან" მატჩში სიმულაციისთვის წითელი ბარათი მიიღო. მის გარეშე დარჩენილმა "მელიებმა" უელსურ "სუონსის" ადვილად სძლიეს(4:0).
ახლა ჯეიმის კიდევ ერთი მატჩის გამოტოვება მოუწევს, რადგან მას გაუხანგრძლივეს დისკვალიფიკაცია ჯონათან მოსისადმი(არბიტრი) შეურაცხყოფის მიყენების გამო.
გარდა ამისა, ლესტერშირელების ფორვარდი 10 000 ფუნტით დაისაჯა. ამგვარად, ვარდის მოუწევს, გამოტოვოს "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართი შეხვედრა, რომელში გამარჯვების შემთხვევაშიც "ლესტერი" ჩემპიონობას გაინაღდებს.