26-04-2016, 16:00
ნანახია: 2572,
კომენტარები: 13
რუნი: "სქოულზის ყურებისას ბევრი რამ ვისწავლე"
უეინ რუნი თავის ახალ პოზიციაზე საუბრობს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი, უეინ რუნი იმედს გამოთქვამს, რომ ნახევარმცველის როლში კლუბის ახალი პოლ სქოულზი გახდება.
რუნი არც ისე იშვიათად თამაშობდა ცენტრალურ ნახევარმცველად თავისი კარიერის განმავლობაში და მიმდინარე სეზონიც არ გამოდგა გამონაკლისი ამ მხრივ.
"რამდენიმე წლის განმავლობაში ვიცოდი. ამ პოზიციაზე ჩემი კარიერის განმავლობაში რამდენიმეჯერ მითამაშია, ასე რომ, შემიძლია.
როცა პოლ სქოულზი ამავე პოზიციაზე წლების განმავლობაში თამაშობდა, ვუყურებდი და ვსწავლობდი, რადგან ვიცოდი, რომ ერთ დღეს მეც ვითამაშებდი.
ჯერ კიდევ ადრეა, მაგრამ თუ მომიწევს იქ თამაში, გავუმჯობესდები და უკეთესი გავხდები.
ახლა გუნდში უფრო მეტი სიმწვავე გვაქვს და ვფიქრობ, თამაშს უკეთესად წავიკითხავ- წავიდე წინ თუ დავრჩე სიღრმეში და სხვა თანაგუნდელებს დავუტოვო სივრცე.
მწვრთნელის გადასაწყვეტია, გუნდისთვის კი უფრო მნიშვნელოვანია სწორ დროს სწორი ქმედება",- განაცხადა რუნიმ.
წყარო:
goal.com
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.