"მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურად მუშაობს "ბენფიკას" ახალგაზრდა ნახევარმცველის რენატუ სანჩესის გაფორმებაზე.
"ეშმაკების" სკაუტები მთელი სეზონის განმავლობაში აკვირდებოდნენ ახალგაზრდა პორტუგალიელს და, შეიძლება ითქვას, მან შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო.
Manchester Evening News იტყობინება, რომ ედ ვუდვორდმა უკვე მოახერხა მოლაპარაკება "ბენფიკასთან" ტრანსფერზე, რომელიც 40 მილიონი ფუნტის ფარგლებში იქნება განხორციელებული. "იუნაიტედი" აბსოლუტურ ფავორიტად ითვლება სანჩესისთვის ბრძოლაში, რომელშიც სხვა ევროპული კლუბებიც არიან ჩართულნი.
გეტყვით იმასაც, რომ რენატუ სანჩესი 9 წლიდან "ბენფიკაში" ირიცხება, დებიუტი კი ოქტომბერში ჰქონდა. მის ინტერესებს ჟორჟე მენდეში იცავს, რომელიც ამავდროულად ჟოზე მოურინიოს აგენტიცაა. ამ უკანასკნელს კი, როგორც იცით, აქტიურად უკავშირებენ "იუნაიტედის" გაწვრთნას.