თბილისი:
მანჩესტერი:
25-04-2016, 17:56
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4913,
კომენტარები: 15
"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ლივერპული" ! დაპირისპირების ისტორია
ინგლისისა და ევროპის ორი უდიდესი კლუბის დაპირისპირების ისტორია
მანჩესტერი... ლივერპული... ინგლისის ორი გამორჩეული ქალაქი, ყოველთვის დაპირისპირებულნი. ორი ქალაქი სულ მუდამ ებრძოდა, ეჯიბრებოდა ერთმანეთს, იქნებოდა ეს სპორტული, ისტორიული თუ სხვა ფაქტორები.

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ლივერპული" ! დაპირისპირების ისტორია

ლივერპული და მანჩესტერი ინგლისის ჩრდილო–დასავლეთში მყოფი ქალაქებია, რომლებთაც ერთმანეთისაგან 35 მილი აშორებთ. ორ ქალაქს შორის დაპირისპირება სპეციფიკურ ხასიათს ატარებს: წარმატებებისა და ჩავარდნების უშეღავათო ბრძოლა, რომელიც ლიდერობისთვის მიმდინარეობდა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს იყო მსოფლიოში პირველი ორი ქალაქი, რომელიც ერთმანეთთან რკინიგზამ დააკავშირა შორეულ 1830–იან წლებში. ეს მოვლენა თითქოს ამ ორი ქალაქის გაერთიანების მიზეზი უნდა ყოფილიყო და მათ ერთობლივად უნდა ებრძოლათ ლონდონისა და სახმრეთის წინააღმდეგ, მაგრამ მათ აღმოაჩინეს რომ სინამდვილეში ერთმანეთი სამხრეთელებზე უფრო მეტად სძულდათ.

წარსულში ლივერპული უფრო წარჩინებულ და პოპულარულ ქალაქად მიიჩნეოდა ვიდრე მანჩესტერი, ყოველივე ამას ლივერპულის პორტი განაპირობებდა, რომელსაც საერთაშორისო მნიშვნელობიდან გამომდინარე ქალაქისთვის უდიდესი ფინანსური რესურსები მოჰქონდა, მაშინ როცა მანჩესტერში სპეციალიზირებული წარმოება იყო განვითარებული, რომელიც არც თუ ისე დიდი ეკონომიკური დახმარებას უწევდა ქალაქს. საბოლოო ჯამში, სწორედ ქალაქებს შორის ასეთმა განსხვავებამ წარმოშო მათ შორის შუღლი და დაპირისპირება. ყველაფერი მაშინ დაიძაბა, როცა ქალაქებმა როლები გაცვალეს, ლივერპულმა პირველობა დათმო, მანჩესტერი კი უდიდეს საფინანსო ცენტრად გადაიქცა. მანჩესტერის პორტმა ქვეყნის ეკონომიკაზე უფრო მეტი ზეგავლენის მოხდენა შეძლო, ვიდრე ლივერპულისა.

მანჩესტერმა სწრაფად და ეფექტურად გამოიყენა თავისი ფინანსები და წარმატების სინონიმად გადაიქცა. ახლაც კი კლუბის გულშემატკივრები ხშირად უმღერიან სქაუზერებს თავიანთ ფინანსურ პრობლემებსა და მძიმე პერიოდზე. ამასობაში ლივერპული პოლიტიკურმა ძვრებმა მოიცვა, ქალაქი სოციალური მოძრაობის მთავარი ცენტრი გახდა, ამ პროცესების ანარეკლი და გახდა ლეგენდარული ბილ შენკლი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს სოციალიზმს.

მანჩესტერმა მთელი თავისი წარმატება სანაოსნო არხზე ააგო, რომლითაც იმპორტირება და ექსპორტირება უფრო იაფი ჯდებოდა. არხის დახმარებით მანჩესტერმა თითქმის მთლიანად წაართვა ლივერპულს ფინანსები, თუმცა კი მანკუნიანელებს ეს პროექტი ძვირი დაუჯდათ და მისი ჩაშლის საფრთხეც არსებობდა, რომ არა ადგილობრივი მმართველების ძლიერი მხარდაჭერა.

მიუხედავად ქალაქების ასეთი დაპირისპირებისა, ფაქტია რომ ეს ორი ქალაქი საჭიროებენ ერთმანეთს. სწორედ ეს დაპირისპირება უბიძგებს მათ განვითარებისაკენ. მანჩესტერელები თვლიან და მართლებიც არიან, რომ მათი ქალაქი სპორტისა და ეკონომიკის სფეროში წინაა ლივერპულელებზე, მაგრამ ისინი ვერასდროს ვერ დაიკვეხნიან იმ რომანტიკული სულით, რაც ლივერპულს დაარსებიდანვე მოჰყვება.

ბოლო წლებში ქალაქების დაპირისპირებამ სხვა სახე მიიღო, დიდი გავლენა ყოველივე ამაში გულშემატკივრების არაადეკვატურ საქმიანობას მიუძღვის. თავიდანვე მოვფინოთ ნათელი: ეს ხალხი არ მოქმედებებს მთელი ქალაქის სახელით. ისეთი ტრაგიკული მოვლენები, როგორებიცაა მიუნხენისა და ჰილსბოროს ტრაგედია, მრავალჯერ ყოფილა გამოყენებული საფეხბურთო მატჩების დროს, რომელიც ამ სიძულვილს კიდე უფრო აღრმავებდა.

ახლა კი დეტალურად გადავიდეთ ფეხბურთზე.

ქალაქებს შორის ეკონომიკურმა დაპირისპირებამ ასახვა საფეხბურთო მოედანზეც ჰპოვა, განსაკუთრებით ეს 1970–იან წლებს ეხება, როცა ფეხბურთში დიდძალი ფინანსური რესურსების ჩადება დაიწყეს.

1894 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ,,იუნაიტედი'' ,,ნიუთონ ხიტის'' სახელით ასპარეზობდა, კლუბებმა ერთმანეთში 196 მატჩი გამართეს, სადაც 79 გამარჯვება მანჩესტერს, 65 კი ლივერპულს ერგო.

ორივეს ერთად აღებულს კი საოცარი შედეგები აქვთ: 38 ინგლისის ჩემპიონობა, 8 ევროპის ჩემპიონთა თასი, 3 ჩემპიონთა ლიგის ტიტული, 18 ინგლისის თასი და 12 ინგლისის ლიგის თასი.

კლუბებს დიდი კავშირი აქვთ საფეხბურთო მოედანზეც. ყველაზე უფრო ალბათ სერ მეტ ბასბის მიზეზი, ჯერ ლივერპულის კაპიტანი, შემდეგ კი ,,იუნაიტედის'' ლეგენდარული მწვრთნელი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ლივერპული" ! დაპირისპირების ისტორია

1962 წლამდე ლივერპულსა და მანჩესტერს შორის დაპირისპირება არ იყო დიდად გამორჩეული, 1969 წლიდან ,,იუნაიტედის'' ეპოქა ჩაესვენა, კლუბმა 26 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ტიტულის მოპოვება. 1972–1992 წლები ლივერპულის მეფობის წლებია, ამ პერიოდის განმავლობაში სქაუზერებმა 11–ჯერ შეძლეს ინგლისის ჩემპიონობის მოპოვება, არ პასიურობდნენ ევროპაშიც, სადაც 7 თასიც მოინადირეს.

ამ პერიოდში დაპირისპირება იმ მიზეზითაც გადახურდა, რომ ,,იუნაიტედი'' პრესისა და მედიის საყვარელი და ფავორიტი გუნდი იყო. ეს იყო ბასბის ერა, უდიდესი სიყვარული ჯორჯ ბესტისა და მსოფლიო ჩემპიონის, ბობი ჩარლტონის მიმართ. სწორედ ჩალტონი იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც 1968 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში დუბლი შეასრულა და რომლის წყალობითაც მანჩესტერი გახდა პირველი ინგლისური გუნდი, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. ლივერპულელები თვლიდნენ რომ თავიანთი წარმატებების მიუხედავად, მედია მათთან შედარებით დიდ ყურადღებას უთმობდა მანჩესტერელებს.

გუნდებს შორის უდიდეს დაპირისპირებას ხაზს ის ფაქტიც უსვამს, რომ არც ერთი მოთამაშე არ გადასულა პირდაპირ ერთი გუნდიდან მეორეში 1964 წლის აპრილიდან. მაგალითად 2007 წელს ,,იუნაიტედმა'' ლივერპულისგან შეთავაზება მიიღო გაბრიელ ჰაინცეს შეძენის თაობაზე, მაგრამ შემოთავაზება უარყოფილი იქნა. კლუბმა მაშინ განაცხადა რომ ეს ფეხბურთელის გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მოგვიანებით თვითონ ფეხბურთელმა განაცხადა რომ ეს კლუბის გადაწყვეტილება იყო და მას სურდა ლივერპულში გადაბარგება. სულ მალე ჰაინცე კლუბიდან დაითხოვეს, ის ,,რეალ მადრიდში'' გადაბარგდა.

1972–1992 წლების ლივერპულის ერა დასასრულს მიუახლოვდა. ვფქირობ ძალიან კარგად იცით, თუ ვინ დაუმთავრა მათ ეს დიდებული ეპოქა. ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' სერ ალექს ფერგიუსონის მეთაურობით ინგლისურ ფეხბურთში 25 წლის განმავლობაში დომინირებდა, კლუბმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 13–ჯერ, ჩემპიონთა ლიგის ტიტული კი 2–ჯერ მოიპოვა, ერთხელ მათ თასების მფლობელთა თასიც მოიპოვეს.

დაპირისპირების ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები


1977 წელი, ინგლისის თასის ფინალი
. ძალზედ საინტერესო მატჩი, რომელიც თავის დიდ მნიშვნელობას არსებული დროიდან გამომდინარე იძენდა. დიდი ხნის განმავლობაში ,,იუნაიტედი'' დომინანტი იყო ინგლისურ ფეხბურთში, მაგრამ ამ მომენტისათვის გუნდს ჩავარდნა დაეწყო, მაშინ როცა ლივერპული აღმავლობის გზაზე იდგა და მსოფლიოში წამყვან ძალად ყალიბდებოდა. თუ სქაუზერები ამ მატჩში გაიმარჯვედნენ, ისინი ისტორიაში პირველი ტრებლის შესრულებას შეძლებდნენ, მაგრამ მატჩი ,,იუნაიტედის'' გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2–1. ლივერპულმა შეძლო და იმ სეზონში დუბლი შეასრულა, მაგრამ ტრებლი მათ დღემდე ვერ შეასრულეს, სწორედ ამიტომ ამ მატჩში გამარჯვება ,,იუნაიტედისთვის'' ძალზედ მნიშვნელოვანი და პრინციპული იყო.

1995 წლის ოქტომბერი, პრემიერ ლიგა
. ,,იუანიტედი'' დაუბრუნდა გამარჯვებების გზას, მაშინ როცა ლივერპული უკვე ხუთი წელია უტიტულოდ განაგრძობდა ასპარეზობას, თუმცა მათ რიგებში კვლავ ირიცხებოდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ რობი ფოულერი, სტივ მაკმანამანი და ჯეიმი რედნაპი. ფერგიუსონს ჩემპიონი გუნდის გადახალისება მოუწია, მას უკვე გაშვებული ჰყავდა გუნდიდან ინსი, ხიუზი და კანჩელსკისი. ამასთანავე მატჩის მთავარ ინტრიგას წარმოადგენდა ერიკ კანტონას დაბრუნება, მას 9 თვიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც ,,სელფორ პარკიდან'' დაეწყო, სწორედ ლივერპულთან მატჩში დაუმთავრდა, ის ძირითად შემადგენლობაში გამოვიდა და მატჩის დაწყებიდან 2 წუთში საგოლე პასის ავტორად მოგვევლინა, როცა ნიკი ბატს გაატანინა, ლივერპული მატჩში 20 წლის რობი ფოულერის დუბლით დაბრუნდა, მაგრამ მატჩის მიწურულს ერიკ კანტონამ პენალტის რეალიზება შეძლო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2–2.

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ლივერპული" ! დაპირისპირების ისტორია

2014 წელი, მარტი. პრემიერ ლიგა, ოლდ ტრაფფორდი, ლივერპული მანჩესტერში 3 ქულისა და იმ ჩემპიონობის მოსაპოვებლად ჩამოვიდა, რომელიც კლუბს 25 წლის განმავლობაში ვერ მოეპოვებინა. 12 თვით ადრე ,,იუნაიტედი'' ლივერპულს 29 ქულით უსწრებდა, მაგრამ ახლა მერსისაიდელები ,,ეშმაკებს'' 14 ქულით უსწრებდნენ. მატჩში, რომელშიც 3 პენალტი დაიდო, ლივერპულის გამარჯვებით 0–3 დასრულდა. ჯერარდმა სამიდან ორი თერთმეტმეტრიანის გამოყენება შეძლო, სუარესის მესამე გოლს ბოლოს ნემანია ვიდიჩის წითელი ბარათი მოჰყვა. მატჩი იმ ცვლილებს დაემთხვა, რაც კლუბში ფერგიუსონის წასვლის შემდეგ დაიწყო, ბრენდან როჯერსის გუნდი ახლოს იყო ჩემპიონობასთან, მაგრამ საბედნიეროდ მათ ეს ვერ მოახერხეს.

ყველაზე მარტივი ალბათ დერბიდან იმ ფეხბურთელების გამორჩევაა, რომლებიც ამ დაპირისპირების ანარეკლებად გამოგვადგებიან. როგორც ფიქრობდით, გიგზი ჩატარებული მატჩების მხრივ გამოირჩევა (49), სტივენ ჯერარდი კი ერთ–ერთია სამი საუკეთესო დერბის ბომბარდირებიდან, მის ანგარიშზე ,,იუნაიტედის'' წინააღმდეგ 9 გოლია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ლივერპული" ! დაპირისპირების ისტორია

პირადად მე ამ დაპირისპირების მთავარ მოთამაშეებად სტივენ ჯერარდი და გარი ნევილი მიმაჩნია, ისინი კლუბის აღზრდილნი არიან და მათ პირველივე დღიდან აჩვევდნენ მოწინააღმდეგის სიძულვილს.

,,მე ბავშვობიდან მასწავლიდნენ ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' სიძულვილს''
– სტივენ ჯერარდი ბოლო დერბიზე, სადაც ის 38 წამის შემდეგ იქნა გაძევებული.

,,ყველაფერი ეჭვიანობით დაიწყო, ეჭვიანობით, სიძულვილით და სიყვარულით ჩემი საყვარელი კლუბისადმი'' – გარი ნევილი 2010 წელს.

ორივე მოთამაშე კლუბის ისტორიის მთავარი ფიგურები არიან. ისინი გულშემატკივრების თვალში მუდამ მეომრებად დარჩებიან, რომლებიც საკუთარი გუნდის გამარჯვებისთვის ყველაფერს დებდნენ. დერბის თამაშის ხარისხი იდეალურიდან შორს იყო, ეს გასაკვირი არცაა, როცა მოედანზე ასეთი დაძაბულობა და წნეხია.

ახლა როცა თითოეული გუნდი ისეთმა ფეხბურთელებმა დატოვეს, როგორებიც არიან პოლ სქოულზი, გარი ნევილი, სტივენ ჯერარდი, ჯეიმი კარაგერი, გუნდები თვითიდენტურობის ნაკლებობას განიცდიან.

დღეს ორივე გუნდი გარდამავალ პერიოდშია, მათი პერსპექტივები თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ ბუნდოვანია, ისტორიულად ნაკლებად იყო ისეთი შემთხვევა როცა ცხრილის სათავეში ამ ორი გუნდიდან არცერთი არ ექცეოდა, დღეს სწორედ ეს სიტუაციაა, დღეს მათთვის ოთხეულში მოხვედრაც კი პრობლემურია.

იმის გათვალისწინებით რომ ორივე კლუბი სპონსორებისა და რეკლამების ხარჯზე უდიდეს ფინანსურ დახმარებას ღებულობს, ჩემპიონთა ლიგით გამოწვეული დანაკარგები მათ დიდ ზიანს ვერ მიაყენებს. ,,ლესტერის'' მაგალითი მკაფიოდ უსვამს ხაზს იმას, რომ 200 მილიონის დახარჯვა არანაირ გარანტიას არ წარმოადგენს იმისას, რომ შეძლებ დომინირებას ლიგაში. შესაძლოა ფული ახლა იმაზე ნაკლებ გავლენას ახდენს შედეგზე, ვიდრე ეს ხუთი წლის წინათ იყო.

დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონდე ,,სიტი'', ,,ჩელსი'', ,,არსენალი'', ,,ტოტენჰემი'', ახალი ინვესტიციებითა და მფლობელებით მოსული ,,ვესტ ჰემი'' და ,,ევერტონი'', კლუბები, რომლებიც თითოეულ გუნდს გაუწევენ უდიდეს წინააღმდეგობას, პრემიერ ლიგაში წარმატების მიღწევა სულ უფრო რთული იქნება. ლივერპულს იურგენ კლოპი ჰყავს და ის აქ სავარაუდოდ დიდხანს დარჩება, ,,იუნაიტედს'' კი ვან გაალი ჰყავს, რომლის მომავალი ჯერაც გაურკვეველია.

სატურნირო მდგომარეობა არანაირ გავლენას არ ახდენს ამ გუნდების დაპირისპირებაზე, ახლახანს გამართულმა მატჩებმა ევროპა ლიგის ფარგლებში, კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ რამდენად მასშტაბურია მანჩესტერისა და ლივერპულის დაპირისპირება, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს გუნდები უკვე ევროპის ლიგაზე ხვდებიან ერთმანეთს, მრავლისმთქმელია.

წყარო: Outside of the Boot
სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: SAF
25 აპრილი 2016 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
am am ერთი ის ორი ლიგსც მოვიგოთ და ყველაფერში ჩავუდებთ... fuckthatbitch
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№2
ავტორი: ikeoni
25 აპრილი 2016 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ლიგა გვიტეხავს რა ბარსელონას დედას ცენზურა რა 2 ფინალი მოგვიგო
0
№3
ავტორი: stepno
25 აპრილი 2016 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: ikeoni
ლიგა გვიტეხავს რა ბარსელონას დედას ცენზურა რა 2 ფინალი მოგვიგო

wink wink დავი
0
№4
ავტორი: hemi
25 აპრილი 2016 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
მადლობა ავტორს საინტერესო სტატიისთვის, ეჰ არადა კლოპი დაგვხატავდა რასაც ქვია
0
№5
ავტორი: GeorgeBest
25 აპრილი 2016 20:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბოლო დროინდელი ლივერპული ძაან ჩვარ გუნდად იქცა და ისეტი ხიბლი აღარ ჰქონდა მატჩებს, დიდად არ ველოდებოდი უკვე მარა მიხარია რომ ბევრად კარგ გუნდად ყალიბდება, დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში ამ დაპირისპირებას უფრო მეტი ხიბლი ექნება ვიდრე აქამდე ჰქონდა
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
25 აპრილი 2016 20:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: ikeoni
ლიგა გვიტეხავს რა ბარსელონას დედას ცენზურა რა 2 ფინალი მოგვიგო


აბა wink
0
№7
ავტორი: Best 7
25 აპრილი 2016 21:20
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
El clasicos dedac sadac es derbia
0
№8
ავტორი: Dato Sirabidze
25 აპრილი 2016 21:21
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: hemi
მადლობა ავტორს საინტერესო სტატიისთვის, ეჰ არადა კლოპი დაგვხატავდა რასაც ქვია

გაიხარე , ჩვენ რაც შეგვეხება ფინანსურად ვართ ,,ჯანზე'' , ამიტომ აუცილებლად გამოსწორდება სიტუაცია, უკვე მომავალი წლიდან მერწმუნეთ am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№9
ავტორი: -bero
25 აპრილი 2016 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ლივერპულისვდედაცმივ*** ჯერარდიან კიუტიანა
0
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 აპრილი 2016 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პირველ რიგში მადლობა ავტორს ესეთი სტატიისთვის. ნუ ამ დაპირისიპირების შესახებ ასე თუ ისე ყველამ ყველაფერი იცის, თუმცა მანჩესტერი-ლივერპულის თემაზე რაიმეს წაკითხვა ყოველთვის საინტერესოა. რაც შეეხება გუნდების ეხლანდელ მდგომარეობას, არც ერთის და არც მეორე გუნდის ამჟამინდელი ვითარება კარგი ნამდვილად არაა, განსაკუთრებით ლივერპულის, თუმცა სიმართლე ვთქვა ნამდვილად არ მსიამოვნებს მათი ესეთი უსუსური გამოსვლები, რადგან გაცილებით საინტერესოა ხოლმე ამ გუნდებს შორის დაპირისპირება მაშინ როცა საუკეთესო ფორმაში არიან. დარწმუნებული ვარ კლოპის ლივერპული ხელწამოსარტყავი გუნდი ნამდვილად არ იქნება უახლოეს მომავალში და რაც შეეხება მანჩესტერს, ჩვენ ყოველთვის გვექნება პრეტენზია ჩემპიონობაზე და მჯერა მოვა ისეთი ვინც ამ ჩვენს სურვილებს რეალურად აქცევს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top