ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ჟურნალისტმა, ნილ კასტისმა განაცხადა, რომ მიუხედავად ინგლისის თასის მოგებისა ლუი ვან გაალი "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს მაინც დატოვებს და ამაში მას ეჭვიც არ ეპარება.
"დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მომდევნო სეზონიდან "იუნაიტედს" ჟოზე მოურინიო გაწვრთნის. იქ სადაც პორტუგალიელი მივიდა, ყველგან წარმატებას მიაღწია. ჟოზე ნებისმიერ გუნდისთვის ოქროს ბილეთია. ბოლო 18 თვეში ნაჩვენებ შედეგზე დაყრდნობით და მიუხედავად ინგლისის თასის შესაძლო მოგებისა, არ ვფიქრობ, რომ ლუი მანჩესტერში სამუშაოს კვლავ შეინარჩუნებს,"-ციტირებს კასტისის სიტყვებს Sky Sports "ახალგაზრდები შემადგენლობაში მხოლოდ დიდი რაოდენობის ტრავმების გამო გამოჩნდნენ. რომ არა "იუნაიტედის" პრობლემები, მარკუს რეშფორდს ძირითადში ვერასდროს ვიხილავდით. მომდევნო თვეს მომხდარი ფაქტები ვერ შეცვლის იმას, რაც უკვე მოხდა ბოლო 2 წლის მანძილზე."