მართალია, ენტონი მარსიალმა "მანჩესტერ იუნაიტედს" ინგლისის თასის ფინალის საგზური მოუტანა, მაგრამ ფეხბურთელს "უემბლიზე" გუნდთან ერთად ზეიმის საშუალება არ მიეცა.
დოპინგის კონტროლის ოფიცრები ინგლისში დიდი მნიშვნელობის მატჩებს ესწრებიან და გამონაკლისი არც ინგლისის თასის ნახევარფინალური შეხვედრა გამხდარა.
"ევერტონთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ფრანგი ფეხბურთელი "უემბლის" გვირაბიდან გამოსაკვლევ ოთახში წაიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვებას ვერ აღნიშნავდა, სანამ სისხლისა და შარდის ანალიზს არ ჩააბარებდა.
შეგახსენებთ, რომ შაბათს გამოცხადებული ინფორმაციის თანახმად, "ლივერპულის" მცველმა მამადუ საკჰომ დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა და ამჟამად მასზე გამოძიება მიმდინარეობს.