"მანჩესტერ იუნაიტედი" მემფის დეპაის 25 მლნ. ფუნტად აფასებს და მასთან განშორებას შეძენიდან ერთი წლის შემდეგ აპირებს.
"წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა გასულ ზაფხულს 22 წლის თანამემამულე "პსვ ეინდჰოვენიდან" შეიძინა და გულშემატკივარს მისდამი მოთმინებისკენ მოუწოდა.
ამ კვირაში კი ცნობილი გახდა, რომ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ვან გაალთან თავისი მომავლის თაობაზე მოლაპარაკებები გამართა.
Sunday Mirror Sport-ისთვის კი ცნობილი გახდა, რომ ინგლისისა და ევროპის კლუბები მის ხელმისაწვდომობაზე ცნობებს უკვე აგროვებენ.
დეპაიმ, რომელსაც "იუნაიტედში" 7-ნომრიანი მაისური გადაეცა, პრემიერ ლიგაში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. ერედივიზიში გატარებულ ბოლ სეზონში კი 22 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მემფისმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა "იუნაიტედთან", თუმცა, როგორც ჩანს, მას სრულად ვერ ამოწურავს.