თბილისი:
მანჩესტერი:
24-04-2016, 21:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4835,
კომენტარები: 16
ფეხბურთი რომ "სამეფო კარის თამაშები" ყოფილიყო
ცნობილი სერიალის საფეხბურთო ვერსია.
ფეხბურთი რომ
ცნობილი გამოცემა goal.com-ი გვთავაზობს ამერიკული სერიალის, "სამეფო კარის თამაშების" საფეხბურთო ვერსიას.

"სამეფო კარის თამაშების" პრემიერა 2011 წლის 17 აპრილს შედგა და მას შემდეგ სერიალმა არნახული პოპულარობა მოიპოვა. სერიალი რამდენიმე სამეფოსა და გვარის დაპირისპირების შესახებ მოგვითხრობს, თუმცა ის მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრისაა და ისტორიასთან საერთო არაფერი აქვს.

სერიალის საფეხბურთო ვერსიაში არსენ ვენგერი განასახიერებს სტანის ბარათეონს- ფრანგი მეფობისთვის არის დაბადებული, მაგრამ მას მეფედ ქცევა არ უწერია.

პრემიერ ლიგის ლიდერი, "ლესტერ სიტი" დეინერის ტარგარიანის როლში მოგვევლინა- დაცემიდან აღზევება და გვირგვინის მორგება.

"ლივერპულის" მწვრთნელი, იურგენ კლოპი ტირიონ ლანისტერია- შეიძლება, მისი გუნდი არ მოგწონდეთ, მაგრამ გერმანელი ნამდვილად უნდა მოგწონდეთ. მას ყოველთვის აქვს რაღაც სათქმელი.

ლუის სუარესი, როგორც სერ გრეგორ კლეგანი- სულაც არ აპირებს რამის გაცემას და მიღება ურჩევნია. ყოველთვის შეტევაზე დამშეული. ნამდვილი, ნამდვილი რისხვა მეტოქისთვის.

რაველ მორისონი, როგორც არია სტარკი- საოცრად პერსპექტიული ახალგაზრდობიდანვე, მაგრამ მისი კარიერა მაინც ვერაფრით აეწყო.

ლუკ შოუ, როგორც ბრენ სტარკი- ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა ფეხის მოტეხილობს შემდეგ. მის თამაშს მონატრებულები ვართ, მაგრამ ნამდვილად ბევრის მოლოდინი გვაქვს.

ჟოზე მოურინიო, როგორც პეტირ ბელიში- არსაიდან მოვიდა და ჩაძირა დიდი სახელები, სანამ თვითონ გახდებოდა ერთ-ერთი მათგანი. ოსტატი მანიპულატორი, რომელსაც სიტყვები ყოველთვის აქვს მარაგში, მაგრამ წლებთან ერთად არ უთავდება. ყველგანმყოფი. არავინ იცის, რას აპირებს მომოავალში, უდიდესი გავლენა ნამდვილად ექნება.

კრიშტიანუ რონალდუ,
როგორც მოხეტიალეთა მეფე- თავისი ასაკისთვის წარმოუდგენლად მოქმედი ადამიანი. თუ მას კარგად ორგანიზებული დაცვით არ დაუპირისპირდები, ნამდვილად გაგანადგურებს.

პეპ გვარდიოლა, როგორც მარგერი ტაირელი- მიმზიდველი სტრატეგი, რომელსაც ჩვევაში გადაეზარდა მდიდარ და ძლევამოსილ ოჯახებთან ქორწინებითი კავშირის დამყარება.

სერ ალექს ფერგიუსონი,
როგორც ტაივინ ლანისტერი- მოხუცი დისციპლინირებული, რომელიც ყველას ნამდვილად ვერ ეგუება, მაგრამ ყოველთვის იღებს შედეგს. მისი შემხედვარე მთვარეულები ასილუმში სირბილს იწყებენ, მისი მემკვიდრეობა კი ინგრევა.
სურათები
16 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 აპრილი 2016 21:34
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გვარდიოლა biggrin2 ძალიან სწორი ნათქვამია!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
24 აპრილი 2016 21:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შოუ მაგარი ძმაა wink
0
№3
ავტორი: stepno
24 აპრილი 2016 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Kai pontiaa :-D
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
24 აპრილი 2016 21:47
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
სტანისზე გამეცინა ყველაზე მეტად და ძალიანაც გავდა. რაც შეეხება ბრანს, ყველას დიდი იმედები გვაქვს და მართლაც გაგვაოცებს შოუს მსგავსად
0
№5
ავტორი: sandroo
24 აპრილი 2016 22:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
საღოოლ ძაან მაგარი იყო.
ფუი ჯდს-ის საოფჰიეფჰაიფჰეაუირფჰქ
0
№6
ავტორი: Memphis_Depay
24 აპრილი 2016 23:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
momewona joze da piter beilishi
0
№7
ავტორი: Iunaitedi
25 აპრილი 2016 00:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
რავიცი ეგ რა კინოა ტუ სერიალი მეზიზგება ეგეთები მარა ერთი ვიცი რონალდუ და მანჩესტერი ჩემთვის love კიდე თუ ჩაიცმევს ჩვენს ფორმას love

რონალდუ და ფერგი ჩემთვის საოცრებაა. არამგონია მათზე ძაან ფეხბურთში ვინმე შემიყვარდეს. love

recourse
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
25 აპრილი 2016 00:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესოა :)
0
№9
ავტორი: MEMPHIS 7
25 აპრილი 2016 08:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
pitalo ariyo mag serialshi vinme vangaals ro sheedarebinat
0
№10
ავტორი: Legends For Ever
25 აპრილი 2016 08:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top