"მანჩესტერ იუნაიტედის" მეტოქე ინგლისის თასის ფინალურ მატჩში "კრისტალ პალასი" იქნება.
ალან პარდიუს შეგირდები ნახევარფინალში "უოტფორდს" დაუპირისპირდნენ და იმავე ანგარიშით დაამარცხეს, რითაც "წითელმა ეშმაკებმა" "ევერტონი" (2-1).
მატჩში ანგარიში იანიკ ბოლაზიმ მე-6 წუთზე გახსნა, რასაც "უოტფორდის" მხრიდან 55-ე წუთზე ტროი დინიმ უპასუხა, თუმცა ექვს წუთში კონორ უიკჰემმა "არწივები" კვლავ დააწინაურა და გუნდი ფინალში გავიდა.
ფინალური მატჩი ლეგენდარულ "უემბლიზე" 21 მაისს გაიმართება.