ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მიუხედავად კონტრაქტით გათვალისწინებული კიდევ ერთი წლისა, იგი სეზონის ბოლოს გუნდის მიღმა თითქოს მაინც რჩება.
"ეშმაკებმა" გუშინ, "უემბლიზე" ინგლისის თასის ნახევარფინალურ მატჩში "ევერტონი" დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ. ამ ტურნირის მოგება კი დიდი ალბათობით, ჰოლანდიელს მთავარი მწვრთნელის პოსტს შეუნარჩუნებს, თუმცა ეს 100 %-ან გარანტად არ რჩება.
თავად, 64 წლის სპეციალისტის განცხადებით, მის ბედს არა ინგლისის თასი, არამედ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა წყვეტს.
"ამ ტურნირზე დაყრდნობით, არსად ყურებას არ ვაპირებ. ჩვენ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ამას არა თქვენთან, არამედ გუნდის ხელმძღვანელობასთან განვიხილავ.
რას ვფიქრობ, დავრჩები? დიახ, თუმცა მე სულ ამას ვამბობ. ეს არ არის სიახლე, თუ შენ ამას დაწერ, სხვა გაიმეორებს. აქ არა მე, არამედ "იუნაიტედის" ხელმძღვანელები წყვეტენ,"-აცხადებს ვან გაალი