ინგლისის თასის ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ევერტონი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, "უემბლიზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა 3 გოლი იხილა.
34-ე წუთზე ანაგრიში მანჩესტერელებმა გახსნეს ფელაინის გოლის წყალობით. შეხვედრის 57-ე წუთზე "ევერტონს" წონასწორობის აღდგენის შანსი მიეცა, თუმცა ლუკაკუს დარტყმული თერთმეტმეტრიანი დე ხეამ მოიგერია. "ევერტონმა" ანგარიშის გათანაბრება 75-ე წუთზე მოახერხა სმოლინგის ავტოგოლის წყალობით, მაგრამ ეს საკამრისი არ აღმოჩნდა მატჩის გადასარჩენად. ანდერ ერერას გადაცემის შემდეგ ენტონი მარსიალმა გამარჯვების გოლის გატანა 93-ე წუთზე შეძლო და გუნდი ფინალში გაიყვანა.