"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეამ "ევერტონთან" მატჩში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ენტონი მარსიალი შეაქო.
ესპანელმა კიპერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "იუნაიტედის" გამარჯვებაში, რამეთუ რომელუ ლუკაკუს მეორე ტაიმში 11-მეტრიანი დარტყმა აუღო და "ევერტონის" მუდმივ ზეწოლას უმკლავდებოდა.
კრის სმოლინგის ავტოგოლის შედეგად "კანფეტებმა" ანგარიში გაათანაბრეს შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში ფრანგმა ფორვარდმა ენტონი მარსიალმა "იუნაიტედის" მეორე გოლი გაიტანა და გუნდი ფინალში გაიყვანა.
"ერთ წამში, ერთ მოძრაობაში იტანს გოლს. ის დაუჯერებელია. მატჩი ბოლო წუთზე მოვიგეთ- ეს წარმოუდგენელია", - განაცხადა დე ხეამ.
რაც შეეხება მის თამაშსა და გმირობას რომელუ ლუკაკუსთან დაპირისპირებაში, ესპანელი ამბობს: "გადამწყვეტი მომენტი იყო, ნამდვილად კარგად გვეთამაშებოდნენ და დასასრულს კარგი შანსები ჰქონდათ, მაგრამ ჩვენც კარგად ვითამაშეთ. ძალიან ბედნიერები ვართ.
ჩვენთვის, კლუბისა და გულშემატკივრებისთვის მართლაც მნიშვნელოვანია ინგლისის თასის მოგება. ასევე ოთხეულში შესვლაც გვინდა".