"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა მსაჯი დაადანაშაულა იმაში, რომ ინგლისის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში "ევერტონმა" ინტრიგა შეინარჩუნა.
"წითლებმა" მარუან ფელაინისა და ენტონი მარსიალის გოლით "კანფეტები" 1:2 დაამარცხეს და ტურნირის ფინალში გავიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში "იუნაიტედი" საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, შესვენებაზე მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით გავიდა. მეორე ტაიმი "ევერტონმა" აქტიურად დაიწყო და რომელუ ლუკაკუმ 11-მეტრიანის დარტყმის უფლებაც კი მიიღო, რომელიც დე ხეამ მოიგერია. ვან გაალს მიაჩნია, რომ ეს არ მოხდებოდა, მსაჯი თავის საქმეს უკეთ რომ გამკლავებოდა. "ფეხბურთელებისა და გულშემატკივართა თვალებში ამ სიამოვნების ხილვა დიდებულია. ვფიქრობ, ფინალში გასვლა დავიმსახურეთ.
რაც შეეხება მსაჯს, ვფიქრობ, რომ ჩვენს სასარგებლოდ ჯარიმებს არ ნიშნავდა. ჩემი აზრით, მან შეცვალა მატჩის მიმდინარეობა. ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა. უკეთესად უნდა გამოგვეყენებინა.
"ევერტონი" მატჩში სწორედ იმის გამო დაბრუნდა, რომ მას ჯარიმებს პატიობდნენ. გარდა ამისა, მათ გულშემატკივრებიც აძლევდნენ მუხტს. პირველ ტაიმში ასე არ იყო. ახლა მსაჯი განსაზღვრავს თამაშს და არა ფეხბურთელები", - განაცხადა ვან გაალმა.