"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა ლუი ვან გაალმა იცის, რომ მხოლოდ ინგლისის თასზე გამარჯვება "ოლდ ტრაფორდზე" ადგილის შესანარჩუნებლად საკმარისი არ იქნება.
დღეს უემბლიზე ვან გაალის შეგირდები "ევერტონს" დაუპირისპირდებიან ინგლისის უძველესი ტურნირის ეგიდით. საბოლოო რეზულტატზე უდიდესწილად იქნება დამოკიდებული ჰოლანდიელის ბედიც.
ვან გაალმა შეაფასა დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ მხოლოდ ინგლისის თასზე გამარჯვება საკმარისი არ იქნება ადგილის შესანარჩუნებლად, ამიტომ "ეშმაკები" ოთხეულში უნდა შევიდნენ.
"როდესაც ტიტულს იგებ ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მთავარი ჩემპიონთა ლიგის საგზურია. ეს კლუბი ყოველთვის უმაღლეს დონეზე უნდა თამაშობდეს" - ციტირებს ვან გაალს Daily Mirror.