"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა "ევერტონთან" მატჩის წინ ინტერვიუში აცხადებს, რომ მის თანაგუნდელებს ტიტულის მოგება ძალიან უნდათ.
სანამ მაისში ტიტულთან მიახლოებას შეძლებენ, "წითლებმა" რობერტო მარტინესის გუნდი დღეს უნდა დაამარცხონ. ესპანელი რთულ მატჩს ელის. "რთული მატჩი გვექნება. ჩვენ ნახევარფინალზე ვსაუბრობთ და ტურნირზე შემორჩენილმა გუნდებმა დიდი გუნდები გააგდეს. "ევერტონმა" "ჩელსის" და სხვა გუნდებს სძლია, ამიტომაც ნებისმიერ შემთხვევაში სირთულის მომასწავებელია, მაგრამ ჩვენ ტიტულის მოგება გვინდა.
ნახევარფინალში გასვლა და "უემბლიზე" თამაში ძალიან გვინდოდა, რადგან იქ რამდენიმე წელია არ გვითამაშია, "ვესტ ჰემს" კი გადათამაშებაში ძალიან კარგად ვეთამაშეთ. ახლა "უემბლიზე" ვართ და ამ კლუბისთვის, ჩვენი გულშემატკივრებისა და ჩვენთვის მორიგი ტიტულის მოგება გვსურს".
დე ხეა პრემიერ ლიგის წლის სიმბოლურ გუნდში მესამედ დაასახელეს. ესპანელი მოხარულია ასეთი აღიარებით და იხსენებს 2014 წლის ოქტომბერში "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ მატჩს, რომელშიც დავიდმა საოცარი თამაში აჩვენა.
იმ შეხვედრაში "წითლებმა" 2-1 მოიგეს, დე ხეამ კი გადამწყვეტი როლი ითამაშა, რამეთუ ლეიტონ ბეინს პენალტი აუღო, სანამ ლეონ ოსმანისა და ბრაიან ოვიედოს დარტყმულებს მოიგერიებდა.
"ის თამაში ყოველთვის მემახსოვრება ატმოსფეროს, ჩემი სეივებისა და გულშემატკივართა მიერ ჩემი სახელის სკანდირების გამო- გასაოცარი იყო.
ვიცით, რომ "ევერტონი" სახიფათო გუნდია, მაგრამ გუნდმა ყველაფერი დათმო "უემბლიზე" მოსახვედრად და თუ ყველაფერი კარგად წავა, დამატებით მოტივაციას მივიღებთ. იმედი მაქვს, ბევრს მივაღწევთ".