თბილისი:
მანჩესტერი:
23-04-2016, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2360,
კომენტარები: 8
დარმიანი: "მატჩის მნიშვნელობას ვაცნობიერებთ"
მატეო დარმიანი მატჩის წინ.
დარმიანი:
მატეო დარმიანი აცხადებს, რომ მისთვის საამაყო დღე იქნება "უემბლიზე" პირველად თამაში და აღნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები მატჩის მნიშვნელობას შესანიშნავად აცნობიერებენ.

მცველი ოთხშაბათს "კრისტალ პალასთან" მატჩში "წითლების" გამორჩეული ფიგურა იყო, რამეთუ შეხვედრის ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა პირველში "საგოლე გადაცემით", რომლის შემდეგაც დემიენ დელენიმ ავტოგოლი გაიტანა, ხოლო მეორის უშუალოდ გატანით, რითაც "იუნაიტედში" თავისი გოლების ანგარიში გახსნა.

დარმიანი მოუთმენლად ელის ნახევარფინალში მონაწიელობას და ლუი ვან გაალის გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანას.

"მე პირველად ვითამაშებ იქ, ამიტომაც ვამაყობ, ეს ხომ დიდი მატჩია. ასეთ შეხვედრაში ყველას სურს თამაში, მაგრამ შემადგენლობას მწვრთნელი ირჩევს, მე კი მზად უნდა ვიყო.

მატჩის მნიშვნელობას ვაცნობიერებთ, ტიტულის მოგების დიდებული შანსია. გვინდა, ბრძოლისათვის მზად ვიყოთ, რადგან, ჩემი აზრით, რთული მატჩი იქნება, თუმცა ისეთი, რომლის მოგებაც ყოველთვის გვინდა".


დარმიანი მოხარულია, რომ სეზონის დიდებული დასაწყისის შემდეგ მიღებული ტრავმის გამო გამოტოვებული მატჩების მიუხედავად, მოედანს მაინც წარმატებით დაუბრუნდა. იტალიელი მაქსიმუმს აკეთებდა მანჩესტერში თავის დასამკვიდრებლად და უფრო მეტის მიღწევას ცდილობს.

"ვფიქრობ, ფეხბურთელისთვის ყოველთვის რთულია კულტურისა და ფეხბურთის შეცვლა, რამეთუ პრემიერ ლიგა სერია ა-სგან განსხვავდება. აქ უფრო მეტად ფიზიკურია და ნაკლებად ტაქტიკური, ყველა გუნდი უფრო ძლიერად თამაშობს, მაგრამ ასეთ თამაშსა და ფეხბურთთან შეგუებას ვცდილობ.

დიახ, დასაწყისში ძალიან კარგად ვთამაშობდი, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება, როცა ფიზიკურად ისეთი კარგი არ ხარ. ახლა სეზონის დასასრულზე ვფიქრობ და უკეთესის მოლოდინში ვარ".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
23 აპრილი 2016 16:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
სეზონის სტარტზე მართლა უკეთესი იყო მარა ვან გაალის ,,ფილოსოფია" დაემართლა ამასაც, მგონია რო სხვა მწვრთნელთან გაცილებით უკეთესი იქნება
0
№2
ავტორი: RojoDiablo
23 აპრილი 2016 16:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჩემთვის ეს დიდი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სტაჟიანი ვარ, სულ ერთხელ მინახავს იუნაიტედის თამაში უემბლიზე და ისიც წავაგეთ ბარსასთან. დღეს მეტის და გაცილებით უკეთესის მოლოდინი მაქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Darkness
23 აპრილი 2016 16:40
  • სიახლეები: 32
  • კომენტარები: 28
დარმიანი არ მომწონს, თავიდან კარგი იყო, მაგრამ არაა მანჩესტერის დონის მოთამაშე. პსჟში რომ არის სერჟ ორიე ეგ რომ გვეყიდა კარგი იქნებოდა
0
№4
ავტორი: Lady in red
23 აპრილი 2016 16:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
უნდა მოვიგოთ დღეს და დარჩენილი თამაშებისთვის მოტივაცია ექნებათ, რომ ოთხეულში შევიდეთ შემდგომ კი დაველოდოთ ახალ სეზონს იმედია ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, დარმიანი ძალიან არასტაბილურია მომენტებში აქვს გამონათებები, მაგრამ უკვე სტაბილურობაა საჭირო
0
№5
ავტორი: hemi
23 აპრილი 2016 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
იმედი მაქ კარგუ საყურებელი იქნება თან ვემბლიზეა თამაში დარმიანმა წინანდელზე ნაკლებად თუ არ ითამაშა კაი იქნება
0
№6
ავტორი: Memphis_Depay
23 აპრილი 2016 17:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
იმედია შევძლებთ ფინალში გასვლას და მოგებას ... ევროპა ლიგაზე მაინც გავიდეთ,თორემ ევროტურნირების გარეშე კიდევ ერთი წელი და რეიტინგიში ძაან ქვევით წავალთ.. ჯერჯერობით მე-20 ადგილს მაინც ვინარჩუნებთ წარსული დიდების ხარჯზე !!!
0
№7
ავტორი: stepno
23 აპრილი 2016 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
love
0
№8
ავტორი: MEMPHIS 7
24 აპრილი 2016 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
darmi kai bichia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top