ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩის პრევიუ.
"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სტადიონი: "უემბლი", ლონდონი (ნეიტრალური მოედანი)
მონაცემი: ინგლისის თასი, ნახევარფინალი
თარიღი: შაბათი, 23 აპრილი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი
მატჩის დასაწყისი: 20:15, (ჩვენი დროით)
"ევერტონი"
ტრავმირებულები: ჰიბერტი, ბრაუნინგი, ბარი, კოულმენი
დისკვალიფიკაცია: მორი (3 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: სტოუნსი, ჯაგიელმა
განაცხადი: Robles, Jagielka, Stones, Baines, McCarthy, Besic, Lennon, Cleverley, Barkley, Lukaku, Howard, Oviedo, Galloway, Osman, Mirallas, Deulofeu, Kone, Niasse.
ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩის წინ "ევერტონს" დაცვის ხაზში პრობლემები აღენიშნება, რაც ფეხბურთელების ტრავმიანობასა და დისკვალიფიკაციაში მდგომარეობს. "ლივერპულთან" მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო შეხვედრას გამოტოვებს რამირო ფუნიეს მორი. პრობლემები აქვთ სტოუნზს, კოულმენსა და ჯაგიელკასაც
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: შოუ, შვაინშტაიგერი, იანუზაი უ.კინი,
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი:De Gea, Romero, J Pereira, Darmian, Riley, Rojo, Varela, Valencia, Love, Borthwick-Jackson, Fosu-Mensah, Jones, Blind, Smalling, Poole, McNair, Schneiderlin, Herrera, Rothwell, Fellaini, Carrick, Weir, A Pereira, Lingard, Januzaj, Depay, Martial, Rashford
"ევერტონი"
მე–11 ადგილი, 41 ქულა (პრემიერ ლიგა
ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): წ-წ-ფ-ფ-ფ-წ
"ლივერპულთან" გასვლაზე წაგებული 4-0-ს შემდეგ გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება 41 დაგროვილი ქულით.
ინგლისის თასი"ევერტონი" ინგლისის თასის 5-გზის მფლობელია - 1906,1933,1966,1984, 1995.
"კანფეტებმა" ამის გარდა რვაჯერ ითამაშეს ფინალში. უკანასკნელად ასეთი შემთხვევა 2009 წელს დაფიქსირდა, როცა "ჩელსისთან" 2-1 დამარცხდნენ.
მიმდინარე გათამაშების მე-3 რაუნდში "ევერტონმა" 2-0 დაამარცხა "დაგ ენდ რედი", მე-4 რაუნდში "კარლაილ იუნაიტედი" 0-3 ანგარიშით, მე-5 რაუნდში "ბორნმუთი" 0-2, ხოლო ნახევარფინალში "ჩელსი" 2-0.
მიმდინარე გათამაშებაში "კანფეტებს" არცერთი გოლი არ გაუშვიათ, მოწინააღმდეგეს კი 9 გაუტანეს.
"ევერტონი" 26-ედ გავიდა ინგლისის თასის ნახევარფინალში, უკეთესი მაჩვენებელი კი მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალს" აქვთ (ორივეს 28-ჯერ, გარდა გადათამაშებებისა). "კანფეტები" ფინალში 13 შემთხვევაში გავიდნენ.
"ევერტონმა" ინგლისის თასზე ბოლო 7 ნახევარფინალიდან 6 მოიგო. ერთადერთი წაგება 2012 წელს "ლივერპულთან" იწვნიეს ანგარიშით 2-1.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-5 ადგილი, 59 ქულა (პრემიერ ლიგა)
ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): მ-მ-წ-მ-მ-მ
სახლში "კრისტალ პალასის" დამარცხების შემდეგ გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 59 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.
"იუნაიტედმა" ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო.
ინგლისის თასიინგლისის თასი 11-ჯერ მოიგეს ("არსენალის" შემდეგ მეორე საუკეთესო შედეგი), უკანასკნელად 2004 წელს, როცა "მილენიუმზე" "მილუოლს" 3-0 სძლიეს.
ტურნირის ფინალში შვიდჯერ დამარცხდნენ, ბოლოს "ჩელსის" წინააღმდეგ 1-0 ანგარიშით, 2007 წელს.
გასულ სეზონში ტურნირზე გამოსვლა მე-6 რაუნდში "არსენალთან" "ოლდ ტრაფორდზე" მეოთხედფინალურ მატჩში დამარცხების შემდეგ დაასრულეს.
ტურნირის მიმდინარე გათამაშების მესამე რაუნდში "იუნაიტედმა" "შეფილდ იუნაიტედი" დაამარცხა 1-0 უეინ რუნის მიერ გატანილი თეთმეტმეტრიანი დარტყმით, მე-4 რაუნდში გასვლაზე "დერბი ქაუნთის" სძლია 1-3, ხოლო მე-5 რაუნდში "შრუსბერის" 3-0, ხოლო მეოთხედფინალში "ვესტ ჰემს" პირველ მატჩში 1-1 ეთამაშა, გადათამაშებაში კი 1-2 დაამარცხა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" 28-ედ გავიდა ინგლისის თასის ნახევარფინალში. გუნდი ტურნირის ფინალში 18 შემთხვევაში გავიდა.
"წითლებმა" ინგლისის თასზე ბოლო ორი ნახევარფინალური მატჩი წააგო- 2009 წელს "ევერტონთან" და 2011 წელს "მანჩესტერ სიტისთან". მანამდე გუნდი 1976 წლიდან 2007 წლამდე ზედიზედ 13-ჯერ გადიოდა ნახევარფინალში.
"იუნაიტედმა" "უემბლიზე" ჩატარებული ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო (გარდა პენალტების სერიაში მოგებული მატჩისა)
"მანჩესტერ იუნაიტედს" "უემბლიზე" ინგლისის თასის მატჩი 1999 წლიდან არ მოუგია. უკანასკნელი გამარჯვება "ნიუკასლთან" 2-0 ანგარიშით მოიპოვეს.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"ევერტონი"
წამყვანი ბომბარდირები: ლუკაკუ - 25 გოლი (18 ლიგაში)
რომელუ ლუკაკუ "ევერტონის" შემადგენლობაში ინგლისის თასზე ჩატარებულ ხუთივე მატჩში იტანდა გოლს (სულ 6 გოლი).
თუ მოედანზე ტიმ ჰოვარდი, დარონ გიბსონი და ტომ ქლევერლი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: რუნი – 14 გოლი (7 ლიგაში).
თუ მოედანზე უეინ რუნი და მარუან ფელაინი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 192-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 82-ჯერ იზეიმა გამარჯვება, "ევერტონმა 66-ჯერ, ხოლო 42 მატჩი ფრედ დასრულდა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ევერტონის" წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგო (ყველა ჩემპიონატში), მათ შორის ორი მიმდინარე სეზონში 3-0 და 1-0.
ინგლისის თასზეინგლისის თასზე გუნდები ერთმანეთს 11-ჯერ შეხვდნენ. "ევერტონის" ანგარიშზე 6 მოგებაა, "იუნაიტედმა" კი 5 მოიგო.
ამ გუნდებს შორის მესამე სათასო ნახევარფინალი გაიმართება. აქამდე "მანჩესტერ იუნაიტედი" ორჯერ დამარცხდა "ევერტონთან" ინგლისის თასის ნახევარფინალში- 1996 წლის 23 აპრილს "ბურდენ პარკზე" "კანფეტებმა" 1-0 იმარჯვეს კოლინ ჰარვის გოლის წყალობით, ხოლო 2009 წლის 19 აპრილს "უემბლიზე" "ევერტონი" უფრო ზუსტი გამოდგა პენალტების სერიაში- 4-2 (ძირითადი და დამატებითი დრო 0-0 დასრულდა.
გარდა ამისა, "ევერტონმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" (მაშინ თასის მოქმედი გამარჯვებული) ინგლისის თასის ფინალში 1994/95 წლებში 1-0 დაამარცხა დეივ უოტსონის გოლის წყალობით.
უკანასკნელად გუნდები ტურნირის ამ ეტაპზე 2008/09 წლებში შეხვდნენ. მაშინ "უემბლიზე" გამართული მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0-0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "ევერტონმა" 4-2 მოიგო.
გუნდების უკანასკნელი შეხვედრა პრემიერ ლიგაში
"მანჩესტერ იუნაიტედი" 1-
0 "ევერტონი"3 აპრილი, 2016 წელი
მსაჯი: ანდრე მარინერი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: მარსიალი 54'
გუნდების უკანასკნელი შეხვედრა ინგლისის თასზე
"მანჩესტერ იუნაიტედი" 0-0
"ევერტონი"("ევერტონმა" პენალტების სერიაში 4-2 მოიგო)
ინგლისის თასის ნახევარფინალი, უემბლი19 აპრილი, 2009 წელი
მსაჯი: მაიკ რაილი
მსაჯთა ბრიგადა
მთავარმა მსაჯმა ენტონი ტეილორმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩი განსაჯა, 131 ყვითელი და 4 წითელი ბარათი აჩვენა.
გვერდითი მსაჯები: სტიუარტ ბარტი, ჯონ ბრუკსი
სათადარიგო არბიტრი: ჯონათან მოსი