თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2016, 23:07
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2407,
კომენტარები: 12
რეშფორდის ოჯახი აგენტს ეძებს
მარკუს რეშფორდის მშობლები ახალგაზრდა ტალანტისთვის აგენტს ეძებენ.
რეშფორდის ოჯახი აგენტს ეძებს
Daily Mail–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარკუს რეშფორდმა ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერის საკითხი სეზონის ბოლომდე გადადო, რაც შეიძლება აიხსნას იმით, რომ ახალგაზრდა ტალანტი პროფესიონალური აგენტის ძიებაშია.

მას შემდეგ, რაც 18 წლის ფორვარდმა "იუნაიტედის" პირველ გუნდში 13 მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო, კლუბი მისთვის ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს, თუმცა ფეხბურთელის ოჯახი ამტკიცებს, რომ თავდაპირველად მოლაპარაკებები სწორად უნდა დაინერგოს.

ამ დრომდე მარკუსის საქმეებში დედა მელი და ინგლისელი ძმები არიან ჩართულნი, თუმცა როდესაც საქმე ეხება სერიოზულ კონტრაქტს, მარკუსის ოჯახს სურს, პროფესიონალს გადააბაროს. ამ დროისთვის, რეშფორდის ოჯახი მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე ცნობილ სააგენტოებთან, რომლებსაც პრემიერ ლიგის ერთ–ერთ ამომავალ ვარსკვლავთან თანამშრომლობა ძალიან სურთ.

მარკუსის მიმდინარე კონტრაქტი "იუნაიტედთან" 2017 წლის ზაფხულში იწურება. თავად ფეხბურთელი გუნდის დატოვებას არ აპირებს და ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს, თუმცა მხოლოდ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.

ამჟამად, რეშფორდი კვირაში 1500 ფუნტს გამოიმუშავებს, ამას პლუს 5000 ფუნტი ყოველ მოგებულ მატჩზე. ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, კი დიდი ალბათობით ეს რიცხვი ათჯერ გაიზრდება და 15 ათასი ფუნტის ტოლი გახდება, მაგრამ შესაძლოა, პროფესიონალი აგენტების მეშვეობით მარკუსის ხელფასი უფრო მაღალი გახდეს.

წყარო: Manutd.ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 აპრილი 2016 23:16
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არაფერს მოგატყუებენ, კაცო, რამ შეგაშინა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: SANDROGRIGA
22 აპრილი 2016 23:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ბევრ ცნობილ აგენტს ექნება სურვილი მარკუსთან მუშაობის wink
0
№3
ავტორი: Giggsy
22 აპრილი 2016 23:31
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
მენდეშს დაითრევს ესეც: დდდდდდდდდდდდდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
№4
ავტორი: deqstera
23 აპრილი 2016 01:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
1500 მანჩესტერის ფეხბურთელს მართლა სასაცილოა :D :D
0
№5
ავტორი: Mike
23 აპრილი 2016 01:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ლიჟბი ის ნა....რი მინო რაიოლა არ იყოს ამის აგენტი რა derpgop
0
№6
ავტორი: mishkamishka
23 აპრილი 2016 02:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ვფ4
0
№7
ავტორი: MEMPHIS 7
23 აპრილი 2016 04:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
shen kargad itamashe da puli araa problema
0
№8
ავტორი: Sh-rati
23 აპრილი 2016 05:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
Qobuletis shuquraaa?
0
№9
ავტორი: hemi
23 აპრილი 2016 09:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
va ise arc exla qonia cota 18 wlisas tveshi 6000 girvanqa araa cota plus bonusebi, gauxangrdzlivon da miscen rasac imsaxurebs
0
№10
ავტორი: pere
23 აპრილი 2016 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
საკაიფო ხელფასს მისცემენ ამას, ხელფასზე არ აწუწუნებენ ნამდვილად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top