პრემიერ ლიგის ოფიციალურმა საიტმა ტრადიციულად ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან მატეო დარმიანი მოხვდა. მატეო "კრისტალ პალასთან" მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რამეთუ სწორედ მის აქტივობას მოჰყვა ორივე გოლი. პირველი გოლის მომენტში, დარმიანის ჩაწოდებული ბურთი, საკუთარ კარში დელანიმ ჩაჭრა, ხოლო მეორე ტაიმში შესანიშნავი დარტყმით იტალიელმა განაპირა მცველმა სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა.