დორტმუნდის "ბორუსიას" მცველმა მატს ჰუმელსმა განაცხადა, რომ თავის მომავალზე ფიქრი მას ძილს უფრთხობს.
"რთული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. მე დავისახე დრო, რომელზეც ამჟამად საუბარი არ მსურს. ეს იმდენად დიდი პრობლემაა ჩემთვის, რომ ყოველდღიურად ნახევარი საათის განმავლობაში ძილს ვერ ვახერხებ" - აცხადებს გერმანელი მცველი.
უფროსმა ჰუმელსმა განაცხადა:"მატსს მოუწევს თავის კარიერასა და ცხოვრებაში ერთ-ერთი ურთულესი გადაწყვეტილების მიღება. "ბორუსია" ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია ევროპაში, ამიტომ მისთვის რთულია გადაწყვეტილების მიღება. თუ იგი წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ მოუწევს 5-6 ტოპ-კლუბს შორის არჩევნის გაკეთება. რა თქმა უნდა, "ბაიერნი" მათ რიცხვში შედის"