15წლის ლი ო'კონორი მიმდინარე ზაფხულს ირლანდიურ "უოტერფორდს" დატოვებს და "წითელ ეშმაკებს" შეურთდება. იგი მომზადებას კლუბის აკადემიაში გაივლის, მისი ხელმძღვანელი კი ნიკი ბატი იქნება.
მიუხედავად მისი ასაკისა, ო'კონორს დიდი მოლოდინი აქვს "ოლდ ტრაფორდზე".
ირლანდიერმა Waterford News & Star-ს განუცხადა: "ვფიქრობ, საბოლოოდ ეს რთული გადაწყვეტილება არ ყოფილა. ამ მომენტიდან უკვე ვიცი, რომ მე "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავედი და არ არსებობს სხვა რომელიმე კლუბი, რომლის გამოც აქ არ მოვიდოდი. ყოველთვის მსურდა აქ თამაში."
"მინდა განვვითარდე როგორც ფეხბურთელი, გავხდე რაც შეიძლება საუკეთესო, მსოფლიოში უდიდესი კლუბის დახმარებით. აქ მოსვლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჩემთვის."
"ეს არის ადგილი საუკეთესო მწვრთნელებითა და შესაძლებლობებით, სწორედ ამიტომ იყო ყველაფერი მარტივი."