ვან გაალმა კაპიტანს მიმდინარე სეზონში ახალი როლი არგუნა. როგორ გაართვა თავი რუნიმ დაკისრებულ მოვალეობას.
"კრისტალ პალასთან" მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან ადვილი გამოუვიდა. ბოლოს და ბოლოს, სწორედ "არწივებმა" დააწინაურეს მასპინძლები მე-4 წუთზე, როცა დემიენ დელეინიმ მატეო დარმიანის დაბალი ჩაწოდებული საკუთარი კარის ბადეში გადაგზავნა, სტუმრებს კი მატჩში არცერთხელ არ შეუქმნიათ ქამბექის განხორციელების განწყობა.
შეხვედრის არც ისე მაღალმა ტემპმა უეინ რუნის, რომელმაც ტრავმის გამო დიდი ხნის უქმობის შემდეგ ნახევარდაცვის უფრო ღრმა პოზიციაზე მოსალოდნელი გადასვლა მოახერხა, ხელი შეუწყო.
იმის ფონზე, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი დარჩენილ სეზონს გამოტოვებს და ალბათ, იმის გამოც, რომ მიუნხენის "ბაიერნსა" და აწ უკვე "იუნაიტედში" მისი უიმედობა ბოლო წლებში თვალსაჩინო ხდება, ლუი ვან გაალმა კვლავ სცადა კაპიტნის პერსონასთან დაბრუნება, როგორც გუნდის ცენტრში მომდევნო ვარიანტთან.
გასულ სეზონში რუნისთან დაკავშირებული ექსპერიმენტის შემდეგ, რომელიც მეტწილად არადამაჯერებელი და არაპოპულარული მცდელობა იყო სამი ცენტრალური ნახევარმცველის გამწესებისა, ჰოლანდიელი დაუბრუნდა ამოცანას, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონმა და დევიდ მოიესმა ვერ გადაჭრეს.
შეძლებს რუნი მარკუს რეშფორდისა და ენტონი მარსიალის გამოჩენის შემდეგ ნახევარდაცვაში უფრო მშვიდი და განსჯადი როლის მორგებაზე კონცენტრირებას?
იმ დროს, როცა ინგლისის ნაკრების წარმომადგენელი სამივე მწვრთნელის ხელმძღვანელობის ქვეშ შემტევი ხაზის უკან თამაშობდა - მით უმეტეს აღსანიშნავია მისი დიდებული პასი მოედნის ცენტრიდან, რომლის შემდეგაც რობინ ვან პერსიმ "ასტონ ვილას" ბრწყინვალე გოლი გაუტანა და "იუნაიტედს" 2013 წელს ტიტული მოუპოვა - პოზიციის ასეთი ცვლილება ყოველთვის კომპრომისს ეფუძნება.
ასე მოხდა "პალასთან" მატჩშიც. უეინის პასების სიზუსტე 91%-ს შეადგენდა, თვითონ კი ხშირად ცდილობდა ჭკვიანურად თამაშს, ნაცვლად ეფექტური პასების კეთებისა შეტევის შეცვლის მცდელობისთვის თუ მოედნის კუთხეში ლამაზი დიაგონალების გაშვებისა, რომელთაც იშვიათად აქვს მოწინააღმდეგის "გასატეხად" საჭირო სიჩქარე, მაგრამ მისი შრომა დაცვაში ნაკლებად დამაჯერებელი იყო.
უეინ რუნის პასების 91% ზუსტი გამოდგა და ერთი შანსი შექმნა
მიუხედავად წართმევის 4 მცდელობისა, წარმატებას მხოლოდ 1 ეწია. მის ანგარიშზე 0 ჩაჭრა და ბლოკია. "პალასი" ცუდი იყო, მაგრამ მარჯვენა ფლანგზე სივრცეებს პოულობდნენ და ყველაზე ხშირად ვილფრიდ ზაჰას იყენებდნენ მაილ იედინაკისა და იოან კაბაის მიერ ცენტრიდან გაკეთებული პასების ხარჯზე. სწორედ ამ მონაკვეთში გაატარა რუნიმ უმეტესი დრო და ზონის პატრულირებას ცდილობდა, მაგრამ თუ საკუთარი შეტევის დამუხტვისას სირთულეებს არ აწყდებოდა, მოწინააღმდეგის მოქმედების გამოცნობისა და სიტუაციის შეფასებისას ერთი ნაბიჯით უკან იყო. თუმცა, ამას მისი გუნდისთვის დიდი პრობლემები არ გამოუწვევია.
მაგრამ უფრო ძლიერ გუნდებთან ესეც შეიძლება მოხდეს. ვან პერსიზე გაკეთებული პასის გარდა მეხსიერებაში ტივტივდება ნახევარდაცვაში ასპარეზობის სხვა შემთხვევა- გასულ სეზონში, "ნიუკასლის" წინააღმდეგ, როცა რუნი საჯარიმოდან საჯარიმომდე ჩავიდა ფლანგზე პასის გაკეთებით შეტევის დაწყებით, შემდეგ კი წინ თავქუდმოგლეჯილი ჩარბენითა და საპასუხო პასის შემდეგ გოლის გატანით. "პალასთან" მატჩში ფეთქებადი მოქმედებების ასეთი პერიოდი არ გამოუვლენია, მაგრამ დაცვაში მისი ცოდვები მიტევებული იქნება, თუკი უეინი ხაზებს შორის ხიფათს შექმნის. თავისი მცველების წინა ზონიდან შეტევის განვითარებაში შეტანილი წვლილი უეინს, როგორც მინიმუმ, დროს მისცემს ნახევარმცველის ამპლუაში სუსტი მხარეების გამოსწორებისათვის.
გასულ სეზონში "იუნაიტედმა" "ნიუკასლი" 3-1 დაამარცხა, რუნიმ კი ორჯერ გაიტანა. პირველი ბურთი ძველმოდური ბრიტანელი ნახევარმცველების კლასიკური მაგალითით- ბოქს-თუ-ბოქს
ინგლისის ნაკრების კაპიტანს ყველა აუცილებელი მონაცემი აქვს, ყოველ შემთხვევაში, ქაღალდზე მაინც. ის ყოველთვის უფრო ჭვკიანი იყო, ვიდრე ეგონათ და საერთოდ არ არის ძუნწი, რაც ხანდახან მის, როგორც ფორვარდის საწინააღმდეგო როლს თამაშობდა, ყოველთვის ახერხებს კონცენტრირებას და დაღლილი სხეულის თრევას.
30 წლის ასაკში მას უფრო მეტი სათამაშო გამოცდილება აქვს, ვიდრე ხუთი წლით უფროს ფეხბურთელს. ეს მუდმივი გარდაქმნების შედეგია: უშიშარი და ველური ბიჭიდან ჭკვიან და შრომისმოყვარე დახეულ ფორვარდობამდე, შემდეგ 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "მფრინავი" "იუნაიტედის" განუყოფელ და უნივერსალურ ნაწილამდე, მოგვიანებით კი- ტრადიციულ "ათიანად" და ასე შემდეგ.
ოდესღაც რუნი ენერგიისა და ინტენსიურობის ახალგაზრდა წყარო იყო, რომელსაც პოლ სქოულზისა და რაიან გიგზის მსგავსი ფეხბურთელების სასარგებლოდ მუშა ცხენად იყენებდნენ.
ხშირად მოქმედებს ფეხბურთელივით, რომელმაც არ იცის, რა არის მისი მთავარი მიზანი და საუკეთესო პოზიცია, ამასთან, დიდი ხანია დაავიწყდა, რა არის მისი მთავარი დავალება გოლების გატანის გარდა. მისი გამოცდილებისა და ავტორიტეტის მქონე ფეხბურთელის კვალობაზე რუნი ხშირად იკარგება მატჩებში, როცა ის, პროფესიონალურ სპორტში გატარებული 14 წლის განმავლობაში დაგროვილი მედლებისა და სხვა დამსახურებების გათვალისწინებით, უნდა დომინირებდეს.
დარჩება თუ არა ვან გაალი "იუნაიტედში", რუნის მომავალი ნახევარდაცვაში მაინც ლოგიკურ ვარიანტად რჩება. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი შრომა დასჭირდება იმისათვის, რომ რუნი საიმედო გახდეს არა მარტო კედელთან დაჯახების სტილისთვის. "კრისტალ პალასმა" გენერალური რეპეტიციის ორგანიზება ვერ შეძლო: ალან პარდიუს შეგირდები თავიდანვე დამარცხდნენ. მეტი ტესტი წინ არის.
ავტორი: გრეგ ჯონსონი