ნემანია ვიდიჩმა განაცხადა, რომ კლუბს ძალიან მძიმე დრო დაუდგება სერ ალექსის წასვლის შემდეგ.უკვე არის ხმები, რომლის მიხედვით სეზონის ბოლოს ვეტერანი შოტლანდიელი კლუბს დატოვებს.ამის მიუხედავად ფერგიუსონმა განაცხადა, მინიმუმ 2-3 წელი დავრჩებიო.ვიდიჩმა აღიარა, რომ არ წარმოიდგენია ადამიანი, რომელიც სრულად შეცვლის მის ამდროინდელ დამრიგებელს.
”ამაზე საუბარი ძალიან რთულია.ეს კლუბი გამოირჩევა თავისი სტაბილურობით.მანჩესტერში არიან ფეხბურთელები, რომლებიც სერ ალექსთან ერთად უკვე ათი წელია მუშაობენ.ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა.ფერგიუსონის წასვლა- ეს დიდი დარტყმა იქნება ყველასთვის.ახალ მენეჯერს ძალიან გაუჭირდება აქ მუშაობა, მაგრამ მას ექნება მხარდაჭერა კლუბისგან და გულშემატკივრებისგან.ფეხბურთელები ყველაფერს ვიზამთ, რომ ”ოლდ ტრაფორდზე” კიდევ ბევრჯერ ვიზეიმოთ წარმატებები.მე ვერ წარმოვიდგენ მის გარეშე ”იუნაიტედს”.სერ ალექსი ახლა ძალიან კარგადაა, ამიტომ ამ ყველაფერზე საუბარი უადგილო და ნაადრევია.”
ვიდიჩი გამოტყდა, რომ მასაც უნდა მწვრთნელობა და იმედი აქვს გახდება წარმატებული მწვრთნელი კარიერის დასრულების შემდეგ.”ერთ მშვენიერ დღეს მე სიამოვნებით გავხდებოდი მწვრთნელი.მაგრამ ამ ყველაფერზე საუბარი ჯერ ადრეა, ასე რომ, თქვენ ჯერ ამას არ უნდა ელოდოთ.”