Sky Sports-ის ექსპერტმა პოლ მერსონმა გააკეთა პროგნოზი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ევერტონს" შორის გასამართი მატჩისთვის.
"არ ვიცი, როგორი იქნება რობერტო მარტინესის ბედი, თუ იგი ნახევარფინალში დამარცხდება. მან გამოიყვანა ძლიერი შემადგენლობა "საუთჰემპტონთან" და "ლივერპულთან" მატჩის წინ განაცხადა, რომ ახდენს შემადგენლობის როტაციას, რათა გუნდი მზად იყოს "იუნაიტედთან" შეხვედრისთვის. არ ვიცი, რატომ გააკეთა ასე და არა პირიქით და არ მესმის რის ხარჯზე დარჩება იგი კლუბში მომავალში, თუ "უემბლიზე" დამარცხდება"
"არ ვიცი, რის ხარჯზე უნდა შეძლოს "ევერტონმა" "იუნაიტედის" დამარცხება. თუ რეშფორდი და რამდენიმე სხვა მოთამაშე განაგრძობენ ისევე თამაშს, როგორც ბოლო თამაშებში, ისინი მოიგებენ შეხვედრას. რამდენიმე თვის წინ ვიტყოდი, რომ "ევერტონი" ამ შეხვედრის ფავორიტია, მაგრამ ახლა ამას ვერ ვიტყვი"