როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ არ გეგმავს მარკუს რეშფორდის ევროპის ჩემპიონატზე წაყვანას, რადგან მის განკარგულებაში უფრო გამოცდილი მოთამაშეები არიან.
"ვფიქრობ, მარკუს რეშფორდის ჩასმა ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებელ მოთამაშეთა სიაში ზედმეტად თამამი გადაწყვეტილება იქნებოდა. მომიწევდა სხვა მოთამაშის დატოვება შემადგენლობის გარეთ, მაგრამ ვერასოდეს ვისაუბრებთ ყველაფერზე დარწმუნებით. სისულელე იქნებოდა იმის თქმა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება. ვფიქრობ, თუ განაცხადი 30-კაციანი იქნებოდა, მაშინ მარკუსისთვის ადგილს მოვნახავდი, მაგრამ განაცხადი 23 კაციანია, ამიტომ ეს დამატებითი თავის ტკივილია" - განაცხადა როი ჰოჯსონმა.
"მარკუს რეშფორდი ძალიან კარგია. არა მგონია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ლუი ვან გაალი მას ძირითადში ათამაშებდა"