მომავალი წარსულის კვალდაკვალ.
მომავალი ყველაფერს აქვს, მაგრამ საკითხავია - როგორი? "მანჩესტერ იუნაიტედი" მომავალზე განსაკუთრებით დიდხანს ფიქრობს ხოლმე და გამუდმებით ცდილობს ისეთი გუნდის ჩამოყალიბებას, რომელიც საბოლოოდ დაუმარცხებელის სახელს მოიპოვებს. ამისთვის კი ხშირ შემთხვევაში წლებია საჭირო... გთავაზობთ სტატიას სადაც ვნახავთ, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის "იუნაიტედი"
პირველ რიგში მინდა მივულოცო ყველა მანჩესტრის ფანს ახალი საიტის გახსნა. იმედია ეს საიტი იქნება ღირსეული, წარმატებული და რაც მთავარია ყველა არსებულზე უკეთესი. გისურვებთ და მათ შორის ჩემ თავსაც წარმატებას და უამრავი მომხმარებლის მოზიდვას. ახლა კი გთავაზობთ სტატიას.
"მანჩესტერ იუნაიტედი" სერ მეტ ბასბის ხანიდან მოყოლებული ზრუნავს ახალგაზრდული აკადემიის განვითარებაზე და შემდეგ ამ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელებით მთავარი გუნდის გაძლიერებაზე. შეუძლებელია ამ პოლიტიკის წინააღმდეგი ვინმე იყოს, რადგან არსებობს უამრავი მაგალითი, რომელიც ადასტურებს ამგვარი ხერხით ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას. მაგალითისთვის ჩვენი თანამედროვე ლეგენდებიც კმარა, რომელიც "იუნაიტედს" აგერ უკვე 20 წელია თავდაუზოგავად აძლიერებენ და გუნდის წარმატებაში უდიდეს როლს ასრულებენ. რა საკვირველია, საუბარი მაქვს რაიან გიგზზე და პოლ სქოულზზე. ეს ორი ადამიანი სულ პატარაობიდან მოყოლებული "წითელი ეშმაკების" ღირსებას იცავს და თავადაც ხედავთ, თუ რაოდენ ძვირფასია მათი ყოფნა გუნდში.
გავიხსენოთ დევიდ ბექემი, რომელიც ასევე აკადემიის აღზრდილია. ამ ადამიანის უნიკალურ საფეხბურთო სტილზე ყველა თანხმდება და პრინციპში, შეუძლებელია არ დაეთანხმო. მისი მოედნის ხედვა, მისი გადაცემა, მისი შესრულებული ჯარიმა, მისი გარჯა და ერთგულება ყველა ფეხბურთის მოყვარულისათვის თანაბრად შესამჩნევია, ამიტომაც ითვლება იგი თანამედროვე ფეხბურთის განუყოფელ ნაწილად. დევიდ ბექემმა "მანჩესტერის" განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. სწორედ მას მიუძღვის ლომის წვლილი 1999 წლის ისტორიულ ტრიუმფში. მსგავსი მნიშვნელობის ფეხბურთელები მანჩესტერს მრავლად ყოლია და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აკადემიის გარდა "იუნაიტედი" დიდ ყურადღებას აქცევს სხვა გუნდებში მოთამაშე ახალგაზრდა, ნიჭიერ და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ფეხბურთელებს. ამის დამტკიცება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენ შეგვიძლია ჩავიხედოთ "იუნაიტედის" უახლოეს წარსულში და პასუხს მაშინვე ვიპოვით. ავიღოთ კრიშტიანო რონალდო, რომელიც ექვსი წელი "იუნაიტედის" სამსახურში ღირსეულად იდგა და ენითაღუწერელი სიხარულიც ბევრჯერ მოგვანიჭა "ეშმაკუნების" ფანებს. რონალდომ სწორედ მანჩესტერში მოიპოვა საუკეთესო ფეხბურთელის წოდება და ამ წოდებას დღემდე ღირსეულად ინარჩუნებს "რეალ მადრიდის" შემადგენლობაში. რონალდო გახდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი. შევეხოთ უეინ რუნის, რომელიც მანჩესტერმა 2004 წელს შეიძინა და ვფიქრობ, არც არასდროს აპირებს მის გაშვებას. ინგლისელი ფორვარდი წლების განმავლობაში გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ითვლება.
შემჩნეული მაქვს, მანჩესტერის ფანების გარკვეული ნაწილი ამგვარ პოლიტიკას იწუნებენ და ახალგაზრდა, გამოუცდელი ფეხბურთელების გამოჩენა გუნდში მათ გაღიზიანებს იწვევს. ვფიქრობ, ამ ადამიანების შეხედულება ეწინააღმდეგება "იუნაიტედის" ისტორიას, რომელიც ცხადყოფს, რომ ამ გუნდის წარმატებების უმეტესი ნაწილი ახალგაზრდების დამსახურებაა. წავიდეთ შორეულ წარსულში და დავაკვირდეტ მეტ ბასბის ხანას, სადაც გუნდის უმეტესი ნაწილი 25 წლამდე იყო. დუნკან ედვარდსი, ბობი ჩარლტონი და სხვ... ამ გუნდს იმ დროს ყველა პატივს ცემდა და ყველას ეშინოდა მათთან დაპირისპირება. ისინი საუკეთესოს სახელს, როგორც ინგლისში, ასევე ევროპაშიც ღირსეულად იცავდნენ... სამწუხაროდ ამ გუნდმა მაღალი მწვერვალების დაპყრობა ვერ მოასწრო 1958 წლის საზარელი კატასტროფის გამო, თუმცა "ახაგაზრდულმა პოლიტიკამ" მანჩესტერი მწვავე კრიზისს გადაარჩინა. გუნდში გამოჩნდნენ თინეიჯერები, რომლებმაც ფეხბურთის სწავლა სულ ახლიდან დაიწყეს და იმ წელსვე აჩვენეს თავიანთი პოტენციალი. "იუნაიტედი" Fa Cup-ის ფინალში გავიდა, სადაც სამწუხაროდ "ასტონ ვილასთან" დამარცხდა, პირველ დივიზიონში კი მეცხრე ადგილი დაიკავა, რაც დამეთანხმებით ერთ კვირაში შექმნილი გუნდისთვის არც თუ ისე ცუდი შედეგია.
იგივე პოლიტიკა გატარდა მეოცე საუკუნის მიწურულს, როდესაც გუნდი დატოვეს ისეთმა ლიდერებმა როგორიცაა ერიკ კანტონა, ლი შარპი და სხვა. სამაგიეროდ შემადგენლობაში გამოჩნდნენ დევიდ ბექემი, ძმები ნევილები, გიგზი და სქოულზი... სწორედ ამ ფეხბურთელებზე ააწყო სერ ალექს ფერგიუსონმა მომავალი "იუნაიტედი" და როგორც ხედავთ ამჯერადაც საკმაოდ წარმატებული გამოდგა..
დღეს "წითელი ეშმაკები" სწორედ ამ რეალობის წინაშე დგანან. უკვე ორი წელია დაწყებულია თაობების ცვლა, რაც ხშირად არც ისე სასიამოვნო პროცესია. გუნდიდან წავიდნენ ლიდერები და მოდიან ახალგაზრდები. უახლოეს წლებში კიდევ რამდენიმე გუნდის ლიდერი დააკლდება მანჩესტერს (გიგზი, სქოულზი, ევრა, ფერდინანდი...) და მათი ადგილი ვაკანტური გახდება. უკვე რამდენიმე წელია სერ ალექს ფერგიუსონი ახალგაზრდა ფეხბურთელებს გვაჩვევს და გვამზადებს ამ არასასიამოვნო პროცესისთვის. ფაქტია, ვაკანტური ადგილები უნდა შეივსოს, მაგრამ ვინ უნდა შეცვალოს ეს ლეგენდარული ფეხბურთელები?! - ამ კითხაზე პასუხის გაცემა მარტივია, მაგრამ შესრულება ძალიან რთული.
მეკარემას შემდეგ, რაც ედვინ ვან დერ სარმა ხელთათმანები ლურსმანზე დაკიდა, დაიწყო უამრავი მითქმა-მოთქმა თუ ვის გადმოიყვანდა სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერში ჰოლანდიელი მფრინავის შემცვლელად. საუბარი მიდიოდა ბუფონის გადმოყვანაზე, ასევე ჟულიო სეზარი, მარტინ სტეკელენბურგი და მანუელ ნოიერი მიიჩნეოდნენ გადმოსვლის კანდიდატებად, თუმცა არც ერთი მათგანი არ გამართლდა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა არჩევანი ახალგაზრდა ესპანელ მეკარეზე, დავიდ დე ჰეა-ზე შეაჩირა და სწორედ მას მოუწერა კონტრაქტი. შემდეგ იყო საუბრები იმაზე, თუ როგორ გაამართლებდა ეს შენაძენი. ზოგიერთი ფიქრობდა, რომ დე ჰეა ვერ შეძლებდა პრემიერ ლიგასთან შეგუებას, ზოგი კი პირიქით - დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ესპანელ კიპერს.
ჯერ, ალბათ ადრეა დასკნებს გამოტანა, მაგრამ ფაქტია, დავიდ დე ჰეა ღირსეულად უმკლავდება მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და "იუნაიტედის" ფანებს დღითიდღე უფრო და უფრო მეტად აყვარებს თავს. იმ შემთხვევაში თუ დე ჰეა განაგრძობს ზრდას, უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ის იქნება მომავალ წლებში "მანჩესტერ იუნაიტედის" კარის დარაჯი.
დაცვა"იუნაიტედს" ბოლო წლებში საკმაოდ დიდი პრობლემები შეექმნა დაცვის ცენტრში. პენსიაზე გავიდა გარი ნევილი, რიო ფერდინანდს და ნემანია ვიდიჩს კი ტრამები არ ასვენებს... ძალიან ცუდ ფორმაშია პატრის ევრაც, რომელიც დაცვის მარცხენა ფლანგის სიმბოლოდ იქცა უკანასკნელ წლებში. ეს სამი უკანასკნელი უკვე ასაკში შედის და რა საკვირველია, დროა მათ შემცვლელებზე ფიქრის. მანჩესტერის რიგებში უკვე არსებობენ ფეხბურთელები, ვინც შესაძლოა მათი ადგილი დაიკოავოს მომავალში. ესენი არიან : ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი, ბატნერი... რთული სათქმელია, იქნებიან თუ არა ისინი "იუნაიტედის" მომავლის გუნდში, თუმცა გამორცხულიც არაა.
ფილ ჯონსი ამ სამეულში გამორჩეულია თავისი ნიჭით. მას არაჩვეულებრივად შუძლია მეორე სართულზე თამაში, შეტევებში ჩართვა, მეტოქისთვის ბურთის ართმევა და თავის პოზიციაზე თამაში. ვფიქრობ, ფილ ჯონსი აუცილებლად მოხვდება მომავლის "იუნაიტედში".
კრის სმოლინგი ნიჭიერი მცველია. აქვს სისწრაფე და სიმაღლე, ასევე პერსპექტივა იმისა, რომ იყოს ძირითადის ფეხბურთელი. შესაძლებელია ისიც ვიხილოთ მომავალში მანჩესტერის უძლიერეს თერთმეტეულში, თუმცა ვფიქრობ, რომ ფერგიუსონი მასზე უკეთესის ძებნას აუცილებლად დაიწყებს.
ბატნერი ჯერ ახალწვეულია და რთულია მასზე საუბარი. ძირითად გუნდში მას სულ ერტი თამაში ჩაატარა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა. გაიტანა გოლი, გააკეთა საგოლე პასი და დაცვაშიც არ დაუშვია შესამჩნევი შეცდომები. ვიმედოვნებ, რომ ეს ბიჭი განაგრძობს ზრდას და ღირსეულად შეცვლის პატრის ევრას.
ნახევარდაცვანახევარდაცვაში "იუნაიტედს" საკმაოდ კარგი ახალგაზრდები ყავს. წლევანდელ ზაფხულს სერ ალექსმა შეიძინა შინჯი კაგავა და ნიკ პოუელი. გუნდშია ასევე ტომი კლევერლი. მატი ჩატარებული მატჩებიდან გამოჩნდა, რომ სამივეს აქვს პერსპექტივა იყოს მომავლის გუნდის შემადგენელი ნაწილი. შინჯი კაგავა გამორჩეული მისი მოედნის ხედვით, საოცარი პასით, მეტოქის კარების შეწუხებით და შეტევების გამძაფრებით. მისი ნიჭი "იუნაიტედს" ძალიან დაეხმარება წარმატების მიღწევაში.
ნიკ პაუელზე საუბარი ჯერ-ჯერობით რთულია. ერთადერთი, რაც მის შესახებ შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ამ ბიჭს აქვს უდიდესი პოტენციალი გახდეს პროფესიონალი ფეხბურთელი. მისი ჩატარებული მატჩიდან გამოჩნდა, რომ აქვს საკმაოდ კარგად დაყენებული დარტყმა, გამბედაობა და რაც მთავარია, არის საოცრად შრომის მოყვარე. ვფიქრობ, ნიკი აუცილებლად დაამშვენებს მომავლის "იუნაიტედს".
ტომი კლევერლი უკვე საკმაო ხანია ეჩვევა "ოლდ ტრაფორდის" აუდიტორიას და მთავარ შემადგენლობას. მე პირადად მისი თამაშის სტილი ძალიან მხიბლავს. ინგლისელ ნახევარმცველს აქვს პოტენციალი იყოს წარმატებული პროფესიონალი ფეხბურთელი. ერთადერთი რაც მას აკლია არის სტაბილურობა და გამბედაობა, რომელიც დროსთან ერთად აუცილებლად მოვა. ტომი კლევერლის ფერგიუსონი იმითაც გამოარჩევს, რომ მისი თამაშის მანერა ძალიან გავს დევიდ ბექემის სტილს. ასე რომ, ნახევარდაცვაში "იუნაიტედს" ნათელი მომავალი ელის.
თავდასხმაახალგაზრდა თავდამსხმელებიდან ყველაზე დიდი პოტენციალი ამ ინგლისელ ფორვარდს აქვს. დენი ველბექი "იუანიტედის" შემადგენლობაში ორი წლის წინ გამოჩნდა. იგი არის მანჩესტერის აკადემიის აღზრდილი, რომელსაც არაერთი რჩევა მიუღია რაიან გიგზისგან ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში. დენი ველბექმა ბევრჯერ გამოიჩინა თავი მანჩესტერის რიგებში და არც ინგლისის ნაკრები დატოვა გულგრილი. სწორედ დენი მოხვდა ევრო 2012-ის ყველაზე ლამაზი გოლების ავტორთა სიაში საპატიო ადგილას. დენი ველბექი აუცილებლად იქნება მომავლის "იუნაიტედში" და ვიმედოვნებ, რომ ის დიდი წვლილს შეიტანს "წითელი ეშმაკების" წინ სვლაში.
როგორც ხედავთ, თაობების ცვლა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გარდაუვალია. ამ სტატიაში ვეცადე დამენახებინა თქვენთვის თუ ვინ შეიძლება იყოს მომავლის "იუნაიტედის" მთავარი საყრდენი ძალა და ვფიქრობ, რომ გამოვივიდა კიდეც. გაითვალისწინეთ, რომ სტატია ეხებოდა მხოლოდ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ვისაც ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ სერ ალექრს ფერგიუსონისთვის და "იუნაიტედის" ფანებისთვის დასამტკივებელი.
სტატია მოამზადა დიმა სანაიამ.