"ვესტ ჰემთან" გამარჯვება - და "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად გავიდა ინგლისის თასის ნახევარფინალში, რაც ამტკიცებს რომ: ეს კვირა იყო მრავალ სხვაზე უკეთესი.
"წითლების" ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივრებიც კი არ ფიქრობდნენ, რომ მათი საყვარელი გუნდი "ბოლეინ გრაუნდზე" გამარჯვებას მოიპოვებდა, თუმცა როგორც სლავენ ბილიჩმა განაცხადა, შემდეგ ეტაპზე უფრო ძლიერი გუნდი გავიდა.
20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "იუნაიტედმა" ამ უძველესი ტურნირის მოგება მოახერხა და თუ გავითვალისწინებთ თუ რა გუნდები შემორჩნენ გათამაშებას, "ეშმაკებს" ძალიან კარგი შანსი აქვთ.
არც ისე ხშირია, როდესაც "იუნაიტედის" ხემძღვანელობა, ბოლო წლებში, სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, თუმცა გულშემატკივრების უფასოდ ტრანსპორტირება "უემბლის" სტადიონამდე - შესანიშნავი იდეაა.
რა იყო ცუდი
რა თქმა უნდა, მოპოვებული 3 ქულა ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მიზეზიც კი ვერ ამართლებს იმ უსუსურ და აუტანელ ფეხბურთს, რომელიც "იუნაიტედმა" "ასტონ ვილას" წინააღმდეგ აჩვენა. ძალიან ბევრის აზრით ბირმიმგემული კლუბი, პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი გუნდია, თუმცა ლუი ვან გაალმა და მისმა შეგირდებმა მოახერხეს, საკუთარ კედლებში, 10 ათასობით გულშემატკივრის წინაშე მათი მხოლოდ მინიმალური ანგარიშით დამარცხება. ისინი მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხეს - პრინციპში, ამ წინადადებით "იუნაიტედის" მთელი სეზონის აღწერა შეიძლება.
ამას დავუმატოთ, "ლივერპულის" ბრწყინვალე გამარჯვება "დორტმუნდის ბორუსიას" წინააღმდეგ, რამაც ოდნავაც არ გაახარა "იუნაიტედის" გულშემატკივარი.
კვირის ციტატა
"ოხ, მართლა? თქვენ ასე ფიქრობთ. ოქეი, თქვენ გაქვთ დამადასტურებელი დოკუმენტი? თქვენ უკვე ესაუბრეთ მისტერ პერესს და მისტერ ვუდვარდს ამის შესახებ?"
იმის გათვალისწინებით, რომ გასულ ზაფხულს სააშკარაოზე გამოვიდა დავიდ დე ხეას არ შემდგარი ტრანსფერის დეტალები, რომლის მიხედვითაც ორივე გუნდი თანახმა იყო თანამშრომლობაზე, ძნელია ლუის სიტყვებს დაუჯერო და დავიდის მადრიდში გადაბარგება წარმოუდგენელ ამბავად მიიჩნიო.
საინტერესო ფაქტები
მარკუს რეშფორდის გამოჩენის მომენტიდან, ახალგაზრდა ინგლისელმა 12 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. ამ დროის განმავლობაში არცერთ "იუნაიტედის" ფეხბურთელს 3 გოლიც კი არ გაუტანია.
ანტონიო ვალენსიამ პრემიერ ლიგაში პირველი საგოლე პასი გააკეთა 2015 წლის იანვრის შემდეგ.
"ასტონ ვილას" ბოლო 6 წელიწად ნახევრის განმავლობაში "იუნაიტედი" არ დაუმარცხებია: 3 ფრე, 10 მარცხი.
"იუნაიტედმა" ბოლო 16 საშინაო მატჩიდან 11-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
კვირის ვიდეო
"წითლების" გულშემატკივრები ენტონი მარსიალის შესახებ შექმნილ ახალ ჩანტს მღერიან.
კვირის იღბლიანი
7 წლის მარკუს რეშფორდი, რომელიც "იუნაიტედის" ბავშვთა გუნდში თამაშობდა, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა რომ დღეს იგი ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა.
მისი შესანიშნავი გოლის წყალობით, რომელიც მან "ვესტ ჰემს" გაუტანა", "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასის ნახევარინალში ითამაშებს. ხსენებულმა გოლმა აჩვენა, რომ მარკუსი შემთხვევითობა არ არის და იგი ტალანტია.
იგი ძალიან პოპულარული გახდა "ეშმაკების" ფანებს შორის, თუმცა "ვილას" გულშემატკივრები განაწყენებულები არიან: სწორედ მარკუსის გოლმა გაგზავნა ისინი ჩემპიონშიპში.
კვირის უიღბლო
თუ ლუის ვან გაალს დავუჯერებთ, ბასტიან შვაინშტაიგერი მიმდინარე სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარება და დიდი შანსია, რომ ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვოს.