კრის სმოლინგი და მარკუს რეშფორდი სერიოზულ ტრავმებს გადაურჩნენ და, სავარაუდოდ, ისინი შეძლებენ "ევერტონის" წინააღმდეგ თამაშს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა კრის სმოლინგმა განაცხადა, რომ მიუხედავად "კრისტალ პალასთან" მიღებული მცირე დაზიანებისა, თავს კარგად გრძნობს და სერიოზული ტრავმა არ აქვს.
"კარგად ვიქნები. სერიოზული არაფერია", - უპასუხა სმოლინგმა ჟურნალისტს, რომელმაც მისი ჯანმრთელობის შესახებ ჰკითხა.
დემიენ დელენის ავტოგოლმა და მატეო დარმიანის გოლმა "იუნაიტედს" სამი ქულა მოუტანა.
ეს შეხვედრა მეოთხე "მშრალი" მატჩი გამოდგა ბოლო 6 მატჩში და სმოლინგი აღნიშნავს, რომ ასეთი დაცვითი თამაში გუნდს მხოლოდ თავდაჯერებულობას შემატებს "ევერტონთან" მატჩის წინ.
"ამით მთელი გუნდი და განსაკუთრებით დაცვის ოთხეული ამაყობს, რადგანაც ეს ჩვენი საქმეა.
სასიამოვნოა მორიგი "მშრალი" მატჩის ჩატარება. ერთმანეთს მატჩის დროს ვესაუბრებით, ხაზს ვიჭერთ, რადგანაც არ გვინდა, კონცენტრაცია დავკარგოთ".
მარკუს რეშფორდს "კრისტალ პალასის" მცველთან ორთაბრძოლისას ფეხებში მოხვდა, მაგრამ ლუი ვან გაალმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მარკუსის ცვლილება ტრავმის გამო არ მომხდარა.
"ვფიქრობ, მარკუსი ტრავმას გადაურჩა. იგი იმიტომ შევცვალე, რომ "ევერტონთან" შეხვედრაში ჯანმრთელი მჭირდება, ხოლო "პალასთან" შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო"