ცნობილი ბრიტანული ტაბლოიდი, Daily Mail, იტყობინება, რომ "სელტიკი" მზად არის მიიწვიოს რაიან გიგზი მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
შოტლანდიური გრანდის თავკაცმა რონი დეილამ განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს. "სელტიკის" მფლობელები ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან და ერთ-ერთ კანდიდატად რაიან გიგზს განიხილავენ.
გამოცემის ინფორმაციის თანახმად, გიგზისთვის უკვე ცნობილია "სელტიკის" დაინტერესება და იგი მოცემული ვარიანტის განხილვას აპირებს.