კრის სმოლინგი სათასო მატჩზე საუბრობს.
კრის სმოლინგი მოუთმენლად ელის ინგლისის თასის მეოთხედფინალში "ევერტონის" წინააღმდეგ "უემბლიზე" გასამართ შეხვედრას და იმედს გამოთქვამს, რომ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში ლეგენდარულ სტადიონზე ერთადერთ შეხვედრას არ ჩაატარებს.
გასულ კვირას ინგლისის თასის მეოთხეფინალური ეტაპის გადათამაშებით მატჩში "ვესტ ჰემის" დამარცხების შემდეგ, "წითლებმა" პრემიერ ლიგაში ზედიზედ "ასტონ ვილა" და "კრისტალ პალასი" დაამარცხეს.
ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაში სმოლინგმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ. "არწივები" "წითლებს" შეიძლება კიდევ შეხვდნენ მიმდინარე სეზონში, იმ შემთხვევაში, თუ ორივე გუნდი მოახერხებს ფინალში გასვლას.
"მოუთმენლად ველოდები "უემბლიზე" თამაშს, რადგანაც ეს დიდებული შემთხვევა იქნება. იმედი მაქვს, "ევერტონის" წინააღმდეგ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და "უემბლიზე" მეორედაც ვითამაშებთ (ფინალში)", - განაცხადა ინგლისელმა, რომელმაც სამჯერ ითამაშა ეროვნულ სტადიონზე და სამივეჯერ "ქომუნითი შილდის" მატჩში.
"პალასის" მთავარმა მწვრთნელმა ალან პარდიუმ რამდენიმე ცვლილება განახორციელა ძირითად შემადგენლობაში, რაც, რა თქმა უნდა, "უოტფორდთან" ნახევარფინალური მატჩში მონაწილეობის მიზეზით იყო გამოწვეული. განსხვავებით ფრანგი სპეციალისტისგან, ვან გაალმა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები გამოიყენა, რომელთა რიგებში სმოლინგიც იყო.
"კომფორტული გამარჯვება მოვიპოვეთ. მატჩს ვაკონტროლებდით დასაწყისიდან დასასრულამდე და ბევრი შანსი შევქმენით, ასე რომ, კარგი შეგრძნება გვექნება შაბათს".2007 წლის შემდეგ "იუნაიტედს" პირველად აქვს ინგლისის თასის ფინალში მოხვედრის შანსი. გუნდს კი რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი უბრუნდება და სმოლინგი თვლის, რომ ეს გუნდს უფრო მეტ მოტივაციას მისცემს.
"ბევრი ფეხბურთელი დაუბრუნდა გუნდს ბოლო რამდენიმე მატჩში და ყველა ფორმაში შედის. მწვრთნეს ახლა დიდებული შანსი აქვს ძლიერი გუნდის შესაქმნელად და ვიმედოვნებ, ერთ-ერთი ასეთი შაბათს გავა მოედანზე და საქმეს გააკეთებს".წყარო:
manutd.com