ლუი ვან გაალის კომენტარი "კრისტალ პალასთან" გამარჯვების შემდეგ.
ლუი ვან გაალი ბედნიერია "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშით "კრისტალ პალასთან", რის შემდეგაც მისმა კლუბმა "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალთან" ჩამორჩენა შეამცირა. მატჩის შემდეგ ჰოლანდიელმა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.
თამაშით ნასიამოვნები"დიახ, ძალიან ბედნიერი ვიყავი თამაშით და ვფიქრობ, ეს ოთხი თუ ხუთი ნულზე დასრულებული მატჩი იყო. უფრო ადრე უნდა დაგვესრულებინა ეს შეხვედრა და მეტი გოლი გაგვეტანა. ბევრი შანსი შევქმენით, მათ კი არაფერი შევაქმნევინეთ- ერთი, ალბათ, პირველ ტაიმში ადებაიორს ჰქონდა."
ადრეულმა გოლმა ყველა დაამშვიდა"დიახ, ეს გეხმარება, რა თქმა უნდა, და ისეთი გოლიც, როგორიც მეორე იყო. მატეოს გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი, ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა და ეს მანამდე სავარჯიშო სესიაზეც ვნახე. ორშაბათს საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ახლა ეს მატჩშიც გააკეთა. მარცხენა და მარჯვენა ფეხით ურტყამდა, ახლა კი გოლი მარცხენათი გაიტანა".
ოთხეულისთვის მებრძოლ გუნდებზე ზეწოლა"რა თქმა უნდა, რბოლაში ვართ, ორი ქულით ჩამოვრჩებით "სიტის" და "არსენალმა" ხვალ უნდა ითამაშოს "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" წინააღმდეგ. ეს კი ადვილი მეტოქე არ არის, რადგან თავს დაიცავენ ნამდვიად, რაც ყოველთვის რთულია. "არსენალისა" და "კრისტალ პალასის" დაპირისპირებას ნახავდით- ეს ყოველთვის რთულია."
ნახევარფინალის შემადგენლობის თავისტკივილი?"შემადგენლობის შერჩევა ასეთი რთული არ არის, რადგან იმას მიჰყვები, რასაც ხედავ, რაც შენი ფილოსოფიაა, რაც მატჩის გეგმაა. ახლა ფეხბურთელს უნდა აუხსნა, რატომ აირჩიე ეს შემადგენლობა. ეს უფრო მნიშვნელოვანია."
"უემბლით" აღფრთოვანება"რა თქმა უნდა, ნახევარფინალი ბევრს ნიშნავს. ინგლისში ტიტულის მოსაგებად მოვედი და ახლა ამასთან ახლოს ვარ. მაგრამ ჯერ "ევერტონი" უნდა დავამარცხოთ, რაც არ იქნება ადვილი. ასევე, როცა ისინი "ლივერპულთან" 4-0 დამარცხდნენ, ათი კაცით, "ლივერპულის" წინააღმდეგაც რთულია, ჩემი აზრით".
წყარო:
manutd.com